თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე  სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

,,მოხდა ხანძრის ლოკალიზება. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ხანძარი თაბუკაშვილის ქუჩაზე – ხანძარი, შესაძლოა, გაზის აფეთქებამ გამოიწვია

მსგავსი თემები