თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარია.  ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა – ერდოღანი დამარცხდა

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვა. საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, პარალელური დათვლით, დათვლილია ხმების 100%, რომლის თანახმადაც, ქემალ ქილიჩდაროღლუს 63.58%, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 31.34% აქვს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა. წინასწარი მონაცემებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანს ამ დროისთვის 49.42% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი 44.95%.

მეტი...

2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.3 პროცენტამდე შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.0…

მეტი...

ზუგდიდში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 13-14 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა; საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 13 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 106-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 250-ზე მეტი ვიზიტი; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ 254 სათვალე; აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სოციალურ…

მეტი...

,,არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს იმ ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია”- კელი დეგნანი

,,არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, განსხვავება ახლანდელ დროსა  და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს შემოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს იმის დადგენა, არიან თუ არა ისინი სანქცირებული. არსებობს უსაფრთხოების საკითხები. თუ სანქცირებულები არიან, მათ აქვთ ნაწილების პრობლემა, სერვისის გამართულობის, ეს არის ლეგიტიმური წუხილი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას. განსხვავება ახლა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყირიმის…

მეტი...

,,საკითხავი ისაა, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა” – კელი დეგნანი

,,საკითხავი ის არის თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველები გაცილებით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ პუტინს რომ ჯარები გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ,,ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რომელსაც ბევრი ქართველი გამოხატავს მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გახსნასთან და რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით, საკითხავი ის არის თუ რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. ვფიქრობ, ქართველები გაცილებით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ პუტინს რომ ჯარები გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან რომ წაეღო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება,” – აცხადებს კელი დეგნანი.  ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები…

მეტი...

ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით,  ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრება უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაზიანების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების პრევენციას, ისევე როგორც უმეთვალყურეოდ დატოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მიერ საზოგადოებრივი სივრცეების დაზიანების პრევენციას. „ხშირია შემთხვევა, როცა შინაური ცხოველი ანადგურებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მწვანე ინფრასტრუქტურას და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ  არსებული ჯარიმა არ არის შემაკავებელი“, – განაცხადა მაია ბითაძემ. ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში…

მეტი...

ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა  „საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც  ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრების – მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტები დეპუტატებს გივი მიქანაძემ გააცნო. „ჩვენ გთავაზობთ ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული 52-ე და 53-ე მუხლებით, შენარჩუნებულია, ამიტომ, პრეზიდენტის წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი შერჩევით პროცესში, ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ”- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან,”- ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ  კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ ცხადად თქვეს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზანთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე…

მეტი...

,,პირდაპირ ფრენებზე თანხმობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამართლება ამ საკითხის  ჰუმანიტარული მოსაზრებებით არის დაცინვა”- ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის  განცხადებით,  რუსეთი საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს. მისი თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენა ორმხრივი შეთანხმების საგანია. ,,პირდაპირი ფრენების აღდგენა ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი, ამიტომ ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ რუსეთმა ასე გადაწყვიტა და ჩვენ არაფერი პოზიცია არ შეგვიძლია დავაფიქსიროთ. პირდაპირი ფრენა ვერ გახორციელდება თუ არ იქნება საქართველოს თანხმობა. ამიტომ, ეს თანხმობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამართლება ამ საკითხის  ჰუმანიტარული მოსაზრებებით არის დაცინვა და ცინიზმი მათ შორის ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებიც იძლებულები არიან, რომ რუსეთში იცხოვრონ,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის…

მეტი...

ზუგდიდში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი სანიაღვრე არხში იპოვეს

ზუგდიდში, ბერიას და ჩიტაძის ქუჩების კვეთაზე, სანიაღვრე არხში ახალგაზრდა კაცი  გარდაცვლილი იპოვეს. ”მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. ადგილზე მუშაობს პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ”- აეროპორტების გაერთაინება

საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. ამის  შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთაინება განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ. გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ…

მეტი...

,,არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა”- ილია დარჩიაშვილი

,,თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო პირნათლად ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ,,საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის 1 წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმინარეობს და საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთის. ეს არის ჩვენი…

მეტი...

შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელების მოთხოვნით – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებით, დღეის მდგომარეობით სააგენტოში შესულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით. მათივე ცნობით, სააგენტო ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. ,,საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში. ამასთან სამოქალაქო…

მეტი...

რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის საჰაერო თავდასხმებით შერყევას ცდილოობს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის უკრაინაზე მზარდი და რეგულარული საჰაერო თავდასხმები ბოლო დროს, სავარაუდოდ, არის მცდელობა, შეარყიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე უახლოეს მომავალში. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 19 აპრილის შემდეგ უკრაინის მასშტაბით, განსაკუთრებით უკანა რაიონებში, სულ მცირე 10 დარტყმა განახორციელეს. ახალი საჰაერო კამპანიის დროს რუსული ჯარები იყენებდნენ ბევრად ნაკლებ ზუსტად მართვად რაკეტებს, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების დროს.   როგორც ჩანს, რუსულმა ძალებმა დიდწილად ამოწურეს ზუსტი მართვის რაკეტების მარაგი. უწყების ცნობით, რუსული ძალები ბევრად უფრო დამოკიდებულნი გახდნენ ირანული წარმოების შაჰედის დრონებზე. უკრაინის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. ინფორმაციას თავად ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. ,,დღეს – ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როცა საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება, მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიში სუნაკს. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციასთან ერთად”, – წერს ზელენსკი ტვიტერზე.

მეტი...

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ნაწილზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა – მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე  დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

მეტი...

,,ავად გახდა”- როგორია ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ავად გახდა. ,,არაფერია ზებუნებრივი, ეს არ არის კოვიდ, უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ავად გახდა, მან თავის მოვალეობად ჩათვალა მოსკოვში ჩამოსვლა, შემდეგ კი იმავე დღეს საღამოს მინსკში გამართა ღონისძიებები. ალბათ ცოტა დასვენება სჭირდება, სულ ეს არის”, – განაცხადა ზატულინმა. ცნობისთვის, 9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან  აღლუმის შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და მოსკოვი დატოვა.  

მეტი...

სერბეთის მოსახლეობამ 13000-ზე მეტი იარაღი ჩააბარა მას შემდეგ, რაც ორ მასობრივ სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა

სერბეთის მოსახლეობამ დაახლოებით 13 500 იარაღი ჩააბარა მას შემდეგ, რაც ორი მასობრივი სროლის დროს 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. „მე ვამაყობ ამ ქმედებით და შედეგებით, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფრო დიდი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა. მან აღნიშნა, რომ 8 ივნისამდე მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეგისტრირებელი იარაღის ჩაბარება და სასჯელის თავიდან აცილება. ვუჩიჩმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მოქალაქეს, გადასცენ როგორც უკანონო, ისე ლეგალური იარაღი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 ივნისის შემდეგ ხელისუფლება მკაცრ რეაგირებას მოახდენს და ჯარიმები იქნება უზარმაზარი. ამნისტია 8 მაისს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 13 წლის…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 199 460 ჯარისკაცი დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 199 460 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 199 460; ​ტანკი -3 759; ჯავშანტექნიკა – 7 336; საარტილერიო სისტემა – 3 137; სარაკეტო სისტემა – 562; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 316; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294;ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 720; საკრუიზო რაკეტები – 973; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 034; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 407. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 15 მაისამდე პერიოდს.

მეტი...

,,მსოფლიო შეიცვალა – რუსეთის აღარავის ეშინია”- პოდოლიაკი

,,მსოფლიო შეიცვალა – რუსეთის აღარავის ეშინია,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს. ,,რეალურად რა უნდა დაამტკიცოს ან შეცვალოს ჟურნალისტურმა გამოძიებებმა, რომლებიც საუბრობენ უკრაინის ხელმძღვანელობის მიერ მისი ტერიტორიის დაცვის სხვადასხვა გზების განხილვაზე? არაფერი…შეგახსენებთ: 1. რუსეთი იყო, რომელმაც ომი დაიწყო. 2. უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავდაცვის ნებისმიერი საშუალება. 2. მსოფლიო შეიცვალა – რუსეთის აღარავის ეშინია,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

წინასწარი შედეგებით, თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,24% აქვს. მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 45, 06%-ით.  მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,28%-ით. წინასწარი მონაცემის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთი კანდიდატს 50%-ზე მეტი გადალახული არ აქვს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი. ჩანიშვნის შემთხვევაში მეორე ტური თურქეთში 28 მაისს იქნება და ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.

მეტი...

,,ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში”- ქემალ ქილიჩდაროღლუ

„ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია“,- ამის შესახებ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურშია უცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას. „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში. არავინ უნდა იყოს აღტაცებული შესრულებული საქმით. არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ“, –  განაცხადა ქილიჩდაროღლუმ. ცნობისთვის, თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი.

მეტი...

უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს –  15 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია მოქალაქეები აქციას გამართავენ. ,,ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.   მაშინ როდესაც რუსული რაკეტები დაფრინავენ უკრაინაში და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფრინოთ რუსული თვითმფრინავებით. რუსეთთან დაახლოება გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას და ევროპისგან დაშორებას,”-  ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი  და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენის აკრძალვა გააუქმა.

მეტი...

უკრაინა რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას არ გეგმავს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ გეგმავს რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ ზელენსკიმ  გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, კიევი ავიაგამანდგურებლების კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რაც რთული საკითხია. „ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს. ამის არც დრო გვაქვს, არც ძალა და არც იარაღი. ჩვენ ვამზადებთ კონტრშეტევას უკანონოდ დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...