,,უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი”- გახარია ხელისუფლებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ რომ გაჩერებულიყო და არაფერი გაეკეთებინა, საქართველოს დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გარანტირებული ევროპული მომავალი ექნებოდა.

მისი თქმით,  ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდეს.

,,რაშიც დავრწმუნდი დღეს აქ, და ბოლო პერიოდში ევროპაში შეხვედრების შედეგად, გახლასვთ ის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.

დღეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოური ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააანონსა. შემდგომ გულთბილად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს. რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვისნიშნის ქვეშ. ჩვენი მეგობრები ვერ ხვდებიან, საქართველოს მთავრობა რატომ იქცევა ასე, ვერ ხვდებიან, სად დაუშვეს მათ შეცდომა, რა არის ამის მიზეზი და ა.შ. რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი ვერ ავუხსნი და ვერ ვეტყვი ასე ღიად და პირდაპირ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და ქოლცენტრებში მოპარული ფული რომ შეინარჩუნოს და რეალურად რომ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი,”- აცხადებს გახარია.

 

 

მსგავსი თემები