„ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“ – მინისტრი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე   

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.

მინისტრმა  ისაუბრა ჰუმანიტარულ ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთათვისაც აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან.

„რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული – ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები