,,ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა”- ირაკლი ზარქუა

,,ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარია დავით კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა.

,,ძალიან ვწუხვარ, ბატონი გახარია გამოჩნდა და უკვე კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა. ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ მინისტრი იყო და თუ რამე ხდებოდა ესე იგი მისი… როგორ, არ იცოდა, ამას ამტკიცებს? არა, მათ სჭირდებათ რა, რომ ასეთი რადიკალების მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, გაიგონ რა არგუმენტები აქვს იმ საერთაშორისო გამოძიებას, რა არგუმენტები აქვს ჩვენს ძალოვან სამსახურებს, რომლებიც თანამშრომლობენ იმ  საერთაშორისო გამოძიებასთან და ამით წინასწარ გახდეს ცნობილი, რომ მერე თავი დაიცვას საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მისია” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები