არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთმა საქართველთან სავიზო რეჟიმი იმიტომ გააუქმა, რომ  კანდიდატის სტატუსის მიღება დაგვიანდა  

„რატომ დაიწყო რუსეთმა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და რატომ გააუქმა სანქციები? – საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რა საკვირველია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან სანქციები ცალმხრივად იყო დაწესებულიდა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაც ცალმხრივად მოხდა.

“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად,  საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება… მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში მხოლოდ პასპორტით წავლენ.

მსგავსი თემები