თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოსგან პირდაპირ ფრენებს მოითხოვენ, ნებართვას მიიღებენ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის,  მარიამ ქვრივიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს მხრიდან არავითარი ნებართვა არ არის გაცემული.

,,ამ ეტაპისთვის, არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან, ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს მომართვა არც ერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის, არც სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საამიროებში”, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

 

მსგავსი თემები