„ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის  გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის  სავიზო რეჟიმის გაუქმება მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია.

„რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, – აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში მხოლოდ პასპორტით წავლენ.

მსგავსი თემები