უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს – ბილეცკი

უკრაინის სამხედრო მეთაურის ანდრეი ბილეცკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დიდი რაოდენობით რუსი მებრძოლები გაანადგურეს.

როგორც ანდრია ბილეცკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის ნაწილები დამარცხდა“.

,,დივიზიის მე-6 და მე-8 დანაყოფები სრულად განადგურდა, ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად”, – განაცხადა ბილეცკიმ.

ბილეცკიმ თქმით, “საკმაო რაოდენობის ტყვეები” აიყვანეს და “ვაგნერის მე-3 თავდასხმის ქვედანაყოფმა ასევე განიცადა მძიმე დანაკარგები”.

მისივე თქმით, შეტევის შედეგად უკრაინულმა ძალებმა “სრულად გაათავისუფლეს” 3 კილომეტრის სიგანისა და 2,6 კილომეტრის  სიღრმის ტერიტორია. მას ზუსტი ადგილმდებარეობა არ მიუთითებია.

მსგავსი თემები