რუსული კომპანიები კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ მოსკოვი-თბილისის რეისს – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

უწყების ცნობით, ავიაკომპანიები რუსული თვითმფრინავებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან.

“ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. კიდევ ერთი დადგენილების თანახმად, რუსეთმა მოხსნა  საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

მსგავსი თემები