,,ზუსტად ვიცი, როგორ გაასამართლებენ უკრაინელები არახამიას და ასეთ ნაძირლებს”- ირაკლი ზარქუა

,,ზუსტად ვიცი, იცით როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები, იმიტომ რომ უკრაინის ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუამ არახამიას უავტორიტეტო ადამიანი უწოდა.

,,რაც შეეხება არახამიას, ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე. საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტმა გაუუქმა სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავო, უსაქმურადო, ევროპაში. ეს ხელმოცარული ჰყავთ ოპოზიციურ არხებს ექსპერტებად. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია, გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრისას პატივს არ სცემს, მშობლებს და თქვენ გგონიათ ის საქართველოსა და ქართველებისთვის იბრძვის?

მას რეალურად, სამშობლოს რომ უწოდებს, უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ? ამისთვის სცალია, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს, თუ გამოუშვებენ, ვინ კითხავს ამას? ეს არის ნაცმოძრაობის და მათი სატელიტი არასამთავრობოების თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნული აქვს ავტორიტეტი. ერთი უკრაინელები ნახეთ, არახამიაზე რას გეტყვიან. ეს კაცი არის ხელმოცარული, პირდაპირ გეუბნებით. უკრაინელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებ. ზუსტად ვიცი, იცით როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები, იმიტომ რომ უკრაინის ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან და ამას მალე ნახავს უკრაინელი ხალხიც და მთელი მსოფლიოც. ეს ადამიანი არის ნული, უავტორიტეტო,”- განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას კომენტარს ”ფორმულა” ავრცელებს.

მსგავსი თემები