,,ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი არახამია გაცილებით მეტს გააკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები”- პეტრე ცისკარიშვილი

,,ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე.

„ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, უსაფრთხოების ქოლგისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ. ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში ბატონი არახიამია იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

,,დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში”- დავით არახამია

მსგავსი თემები