,,რუსეთთან პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან”- მარიამ ქვრივიშვილი

რუსეთიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან.

მისივე თქმით, ჯერჯერობით შესაბამისი მიმართვა ავიაკომპანიებისგნა არ მიუღიათ და ნებართვაც არ გაცემულა,

,,რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით.  მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ასობით და თვის ჭრილში ათასობით მანაქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან,”- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მსგავსი თემები