,,საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით!”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.

,,საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით! უვიზოდ! ყველაფრის გარეშე! ყველა გახარებულია! ასე რომ მორჩა! იმიტომ რომ რამდენი ხანი შეიძლებოდა  მხოლოდ მოსკოვში დალევა, ახლა საქართველოშიც შეიძლება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მშვენიერი ამბებია, მეგობრებო!” – აცხადებს კანდელაკი.

მსგავსი თემები