,,მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ, აღარაფერი გაგვაკვირვებს”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.

მისი თქმით, დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან.

,,უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს.
ბრავო. მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ. აღარაფერი გაგვაკვირვებს,”- წერს არახამია.

მსგავსი თემები