,,პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა”- ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა,”- ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას.

მისი თქმით, პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა.

,,პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა… პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა –  გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები … ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე … ქართველი ხალხის ნება ურყევი! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს! წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო … უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი … ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები