,,არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობ,”- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას.

,,ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ რაღაცა ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ რაც ისმის, სანქციების გვერდის ავლის შესახებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები