,,დღეს არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტინში ბევრად მძიმე წონა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას”- სამადაშვილი

,,არახამია იქნება, თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ აფიქსირებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დავით არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტინსა და სხვაგან ბევრად მძიმე წონა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას.

„არ ვპასუხობ შეკითხვას. არ მესმის, საიდან წამოვიდა ეს შეკითხვა, არ მინახავს, არახამიას ეთქვას, რომ რამე საქმიანობას აპირებს ქართულ პოლიტიკაში. მან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი მას ვიღაც არარაობას უწოდებს, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ დღეს არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტინსა და სხვაგან ბევრად მძიმე წონა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას თავისი ბიძინა ივანიშვილიანად, ერთად რომ გადაადნო. არახამია იქნება, თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ აფიქსირებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათთან ურთიერთობები გაეფუჭებინა. ქვეყანა, რომელიც ვითომ უკრაინის მოკავშირეა, 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ოფიციალური დელეგაცია არ ჩავიდა უკრაინაში. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მშვიდობის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერად რჩება და ამისთვის ჩვენ მათი მადლობლები ვართ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

მსგავსი თემები