,,ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ”- სიმონიანი

,,ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ,” – ამის შესახებ  კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამზე წერს.

სიმონიანი პუტინის გადაწყვეტილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.

,,ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ. შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა – ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ,”- წერს სიმონიანი.

მსგავსი თემები