„შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მიმართავს.   „შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით“  – ამ გზავნილს უგზავნის ლომჯარია „ქართულ ოცნებას“.

„რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა… “ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.  შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით! ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშორში!” – ამბობს ლომჯარია.

მსგავსი თემები