„პაპუაშვილი იმის მაგალითია, სკამი ადამიანს როგორ ცვლის”- პაატა მანჯგალაძე

„პაპუაშვილი იმის მაგალითია, სკამი ადამიანს როგორ ცვლის. სამწუხაროა, რასაც ბოლო პერიოდში ვუყურებთ, პაპუაშვილი ჩამოყალიბდა რიგით პროპაგანდისტად. „ქართული ოცნების“ ე.წ ექსპერტების 1000-ლარიან და შალვა პაპუაშვილის განცხადებებში ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდაა, თითქოს იარაღის მოპყრობის კურსები IRI-იმ დააფინანსა.

,,სირცხვილი არ არის? პაპუაშვილი, რომელიც ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, თავად ამბობს დონორი ვიყავიო. შალვა, დონორი, რომ იყავით და ეს საქმე კარგად იცით, დღეს, როგორც პროპაგანდისტი თქვენივე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებს თავად რომ იჯერებთ, ამაშია ზუსტად პრობლემა. არ მიხარია, რომ ამ მდგომარეობაშია დღეს შალვა პაპუაშვილი. აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მიზნობრიობის მონიტორინგს ატარებს, სხვა ფუნქციებიც აქვს მაგრამ ძირითადად ესაა. IRI-ისთან დაკავშირებით ეს თუ ასეა, აუდიტის სამსახური კი არ უნდა დაინტერესდეს, თუ რევოლუცია იგეგმება, ამით სხვა უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ეს ასე არ არის, პროპაგანდაა. აუდიტის ფუნქცია არ არის, ამერიკის გადასახადის გადამხდელების ფული რაში იხარჯება. აუდიტის სამსახურმა აუდიტი უნდა გაუკეთოს, საქართველოს ბიუჯეტი რაში იხარჯება. თუ ოპოზიცია მოვა იარაღი, არეულობა და ქაოსი იქნება, ამ ყველაფრის უკან თქვენ დგახართ. ეს პარალელური რეალობა „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. IRI-ის ტრენინგი კი არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი შეხვედრა, რომელიც თავად „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ დააორგანიზა. აქ IRI არაფერ შუაში არ არის. ბატონ შალვას მივმართავ, აუდიტის სამსახური მაინც შეზღუდულია მანდატში და მოდით, ფინანსური პოლიცია შევუშვათ არა მარტო აქ, არამედ ამერიკის სათავო ოფისშიც შევუშვათ ფინანსური პოლიცია იქნებ რამე არ იყოს სწორად, ეს ხუმრობით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

,,ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში”- პაპუაშვილი

მსგავსი თემები