,,პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება”- მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება.

მისი თქმით, რუსეთთან ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობის საკითხს ბრაზილიის პრეზიდენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინელების შეიარაღების მიმართ.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში. პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, და მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება, ეს იქ არ დასრულდება. ხალხი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამსტერდამში, ბერლინში, პარიზსა და ევროპაში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მსგავსი თემები