„თქვენი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართვლოს ევროპის დღეს ულოცავს და გზავნილს უთვლია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

„დღეს გახლავთ ევროპის დღე, ეს არის პირველი ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს“  – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები