ხანძარი რუსეთში – დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

რუსეთში, კურგანის რეგიონში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 ადამიანამდე გაიზარდა. რუსული მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

დაშავებულია 13 ადამიანი. როგორც რუსული მედია წერს, დაახლოებით 930 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა რეგიონში 300-ზე მეტი საცხოვრებელი და 3,9 ათასი შენობა გაანადგურა.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში მასშტაბური ხანძარია.

მსგავსი თემები