,,ნამდვილი ომი დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ”- პუტინი

,,ნამდვილი ომი დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, ჩვენ დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ  ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  ”დასავლური ელიტები თესავენ ნაციონალიზმს”.

„დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები