ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“.
„ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, – გაბაცხადა შოლცმა.