,,ნაცისტების დანაშაულების უარყოფამ გამოიწვია გამსახურდიას მეთაურობით ნაცისტების მიერ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება” – გაგლოევი

„ნაციზმის თაყვანისმცემელთა თანხმობამ, მისი დანაშაულების გაჩუმებისა და უარყოფის მცდელობამ გამოიწვია ნაცისტების მიერ გამსახურდიას მეთაურობით საქართველოში, 90-იან წლებში, შემდეგ კი უკრაინაში, ბანდერას იდეოლოგიურმა მემკვიდრეებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება,”- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო “პრეზიდენტის” ალან გაგლოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები რომლებიც  ნაცისტურ გერმანიას უჭერდნენ მხარს, ახლა ურცხვად უჭერენ მხარს უკრაინაში ნაცისტურ რეჟიმს.

„ნაციზმის თაყვანისმცემელთა თანხმობამ, მისი დანაშაულების გაჩუმებისა და უარყოფის მცდელობამ გამოიწვია ნაცისტების მიერ გამსახურდიას მეთაურობით საქართველოში, 90-იან წლებში, შემდეგ კი უკრაინაში, ბანდერას იდეოლოგიურმა მემკვიდრეებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. წამოიწყეს ტერორი და ომი ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედა დადგეს მათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც არ სურდა მეორე ან მესამე კლასის ხალხის როლის მიღება მათი მსხვერპლი გახდა. დღეს, დონბასისა და ზაპოროჟიეს მიწაზე, ბრძოლა მიმდინარეობს ნაცისტური ჭირი ისევ გრძელდება და ისევ, ნაცისტების მხარეს, ჩვენ ვხედავთ იმავე ქვეყნებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ ჰიტლერთან ან იყვნენ ფაშისტური გერმანიის პირდაპირი მოკავშირეები“, – განაცხადა გაგლოევმა.

მსგავსი თემები