,,ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი”- პუტინი

,,გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და მიმღებლობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიებად. სწორედ ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის,”-  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე განაცხადა.

პუტინის თქმით, დღეს ცივილიზაცია კვლავ იმყოფება გადამწყვეტი გარდატეხის ზღვარზე.

„როგორც პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი. მიგვაჩნია, რომ აღმატებულობის ნებისმიერი იდეოლოგია თავისი ბუნებით საზიზღარია, დანაშაულებრივი და მომაკვდინებელია. თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ აცხადებენ თავიანთი ექსკლუზიურობის შესახებ, აპირისპირებენ ხალხს და ხლეჩენ საზოგადოებას, ახდენენ სისხლიანი კონფლიქტებისა და გადატრიალებების პროვოცირებებს, აღვივებენ სიძულვილს, რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებსაც, რომლებიც ადამიანს ადამიანად აყალიბებენ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალშიც მოახვიონ თავს ერებს თავიანთი ნება, თავიანთი უფლებები, წესები, არსებითად კი ძარცვის, ძალადობისა და ჩახშობის სისტემა. როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, სადამდე მიიყვანა მსოფლიო ბატონობაზე ნაცისტების პრეტენზიებმა, დაავიწყდათ, ვინ დაანგრია ეს საშინელი, ტოტალური ბოროტება, ვინ დადგა კედლად მშობლიური მიწისთვის და არ დაინანა თავისი სიცოცხლე ევროპის ერების გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები