,,არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

აი, კლასიკური მაგალითი როგორ ამახინჯებენ რეალობას ჟურნალისტები, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს კითხვაზე – „ხართ თუ არა უმრავლესობის პრემიერი“.  მისი თქმით, იგი არა უმრავლესობის, არამედ მთელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. „გასაგებია, რომ თქვენ დავალება გაქვთ. ახლაც დავალებას იღებთ თქვენ ტელეფონზე. მთავარი მინდა გითხრათ – კითხვას რომ სვამთ უნდა მოიყვანოთ სიმართლე, ჭეშმარიტება, ფაქტებით უნდა ელაპარაკოთ საზოგადოებას, ესაა თქვენი მოვალეობა პირდაპირი. მთავარი მინდა გითხრათ, მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მე ვთქვი მთავარი და თქვენ ალბათ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, რომ ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას.…

მეტი...

,,არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს”- პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, 1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ…

მეტი...

,,არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არასდროს უთქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრია. ,,თქვენთვის მისაღებია?! მე გისვამთ კითხვას, ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი, ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”,-…

მეტი...

პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით,  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს  ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი ესწრებიან 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს. გაზეთმა “ვედომოსტიმ” გაავრცელა ინფორმაცია ჯაპაროვის ვიზიტის შესახებ მოსკოვში 23 აპრილს, ხოლო ტოკაევის, მირზიოევისა და რაჰმონის ჩასვლის შესახებ რუსულმა მედიამ მხოლოდ 8 მაისს, აღლუმამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. კრემლის საინფორმაციო გამოცემა TASS იტყობინება, რომ პუტინმა ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი…

მეტი...

არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა დაკავებულია

სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით მოზარდის მამა  დააკავეს. დაკავებულია  მეზობელიც,  რომელიც ძალადობის საქმეში ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ცნობისთვის, საზარელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სამეგრელოში გოგონა სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 195 620 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 195 620 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის  სამხედრო დანაკარგი ასე გამოყურება –  ჯარისკაცი – დაახლოებით 195 620; ​ტანკი – 3 734; ჯავშანტექნიკა – 7 257; საარტილერიო სისტემა – 3 031; სარაკეტო სისტემა – 554; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 307; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 618; საკრუიზო რაკეტები – 955; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 969; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 388.

მეტი...

ბოლნისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბოლნისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

მასობრივი სროლების შემდეგ, ბელგრადში ათიათასობით მოქალაქემ აქცია გამართა

ბელგრადში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე ძალადობის წინააღმდეგ. აქცია გასულ კვირას დედაქალაქ ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შემდეგ გაიმართა. მომიტინგეები ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვენ და სურთ, ის გაზეთები და ტელევიზიები დაიხუროს, რომლებიც, მათი თქმით, ძალადობას უწყობენ ხელს. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პროტესტი დაგმო. მან ოპოზიცია დაადანაშაულა ეროვნული ტრაგედიის კაპიტალიზაციაში საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად.   მისივე თქმით, ის მზადაა თავისი პარტიის რეიტინგი ვადამდელ კენჭისყრაზე გამოცადოს. 3 მაისს ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მამის კუთვნილი ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა. ორი დღის შემდეგ, კი დედაქალაქის მახლობლად მდებარე  21…

მეტი...

,,სასიამოვნოა კიევში დაბრუნება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერშიწერს. ,,სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, სადაც ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ყოველდღიურად იცავენ. ამიტომ ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ევროპის დღე 9 მაისს გამართოს”, – წერს  ლაიენი ტვიტერზე. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მეტი...

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშშია ნათქვამი. გენშტაბის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია. ,,ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 30 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 61 საჰაერო დარტყმა და 89 ზალპური რაკეტა გაუშვა ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და იყო მსხვერპლი,”- ნათქვამია ანგარიშში. გენშტაბში აღნიშნავენ, რომ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კვლავ ლიმანის, ბახმუტის ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული. ,,ბახმუტის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება ქალაქ…

მეტი...

აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ 1,2 მილიარდი დოლარის დამატებით გრძელვადიან სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას, რათა გააძლიეროს მისი საჰაერო თავდაცვა. ინფორმაციას ამერიკული მედია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. დახმარების პაკეტი სავარაუდოდ სამშაბათს გამოცხადდება და თანხა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა. თანხა დაიხარჯება უახლოეს თვეებში ან თუნდაც წლებში უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველსაყოფად. დახმარების ინიციატივა დააფინანსებს HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს და საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებს. ოფიციალური პირების თქმით, ის ასევე მოიცავს არტილერიას, რაკეტებს, სატელიტური გამოსახულების დახმარებას და დაფინანსებას სხვადასხვა სისტემებისთვის მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისთვის და სათადარიგო ნაწილებისთვის. აშშ-მა უკრაინას ომის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდი დოლარის…

მეტი...

67 წლის პენსიონერი ქალმა შვილების მკვლელობა შეუკვეთა – ქალი დაკავებულია

კრასნოიარსკის 67 წლის მკვიდრმა გალინა ინოკენტიევნამ საკუთარი შვილების მოკვლა გადაწყვიტა, რათა საცხოვრებლის სახლის ერთადერთი მფლობელი ყოფილიყო. საბედნიეროდ, მცდელობა წარმატებით არ დასრულდა. გამომძიებლებმა და პოლიციამ შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთა მოახერხეს. პენსიონერმა გალინა ინოკენტიევნამ საკუთარი შვილების, 48 წლის ქალიშვილის და 45 წლის ვაჟი მკვლელობა „შეუკვეთა“. გამომძიებლების თქმით, აპრილის ბოლოს, ეჭვმიტანილმა, „რომლითაც განზრახული ჰქონდა დაპატრონებოდა  ქალიშვილის საცხოვრებელი სახლს“, მიმართა მეგობარს, რათა ეპოვა პირველი მკვლელი – ჯერ მისი ქალიშვილისთვის. შემდეგ, სავარაუდოდ, დედამ მეორე შვილის თავიდან მოშორებაც გადაწყვიტა, რათა მას მემკვიდრეობა არ მიეღო. მაგრამ მისმა მეგობარმა, მემკვიდრეების საბედნიეროდ, უბედური დედა პოლიციას ჩააბარა. სამართალდამცველებმა მკვლელობის დადგმა შესთავაზეს,…

მეტი...

,,შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან”- პაველ ჰერჩინსკი

დღეს,  9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ამ დღესთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას, ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. „ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, – განაცხადა ელჩმა. ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი…

მეტი...

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი 1 000 ლარით დააჯარიმა. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საერთაშორისო ან სახელმწიფო სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. ცნობისთვის, ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში პირმა თავად გაავრცელა.

მეტი...