,,ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით”- ოლაფ შოლცი

ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აწყობს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები