,,ახალი წესის დამტკიცების შემდეგ,1.5-თვიანი პერიოდია საჭირო მოსამზადებლად, გამოცდების ჩასატარებლად, საფრენი აღჭურვილობის შესამოწმებლად”- ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ,  „მედიაცენტრ მთავარში“ პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით ახალი წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნა ის წესები, რომლებიც რამდენიმე საკითის მოწესრიგებას გულისხომობს.

,,საბოლოოდ მივიღეთ ის წესები, რომლებიც გულისხომბს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას – პილოტების კომპეტენცია და უნარ-ჩვევები, საფრენი აღწურვილობის ვარგისიანობა, იმ ადგილების შეფასება, საიდანაც ფრენები უნდა ხორციედებოდეს და ასევე,  საჰაერო სივრცეების აღიარება, პარაპლანით საფრენ საჰაეო სივრცეებად,”-  განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, რთული იყო ისეთი კომპრომისის მოძებნა, რომელიც ამ ადამიანებს ფრენის საშუალებას არ შეუზღუდავდა.

„საქართველოში არის 150 -ზე მეტი აქტიური პილოტი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დაფრინავენ. ზოგი არასპორტული ინტერესით დაფრინავს, ზოგი უბრალოდ თავისი სიამოვნებისთვის. საკმაოდ რთული იყო ისეთი კომპრომისის მოძებნა, რომელიც ამ ადამიანებს ამ ფრენის საშუალებას არ შეუზღუდავდა. იმიტომ, რომ წესით და რიგით ასე უაპელაციოთ ფრების წეტყვეტა არასწორია. დამტკიცებულ ახალ წესს მოჰყვება გარკვეული ეტაპები, ეს არის დაახლოებით 1-1.5 – თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც დასჭირდება გამოცდების ჩატარებას, საფრენი აღჭურვილობის შემოწმებას, საფრენი ადგილების შესწავლას. ამაში, ვფიქრობთ, რომ დაიხარჯება 1-1.5 თვე, თუ პილოტები გამოიჩენენ შესაბამის  მონდომებას და ძალისხმევას,”- განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები