,,საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა,”- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი  დიმიტრი ხუნდაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

მისი თქმით, დემოკრატიული საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლო გუნდმა

„დღეს ევროკავშირის დაარსების დღეა და საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა. ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის, მჭიდრო თანამშრომლობა კი მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა თავად ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა დარგის უდიდესი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მოაზროვნე მოღვაწეობდა ევროპაში და ქმნიდა ქართულ-ევროპულ ისტორიას.

ასე გრძელდება დღესაც და გაგრძელდება მომავალშიც. ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ, მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. დემოკრატიული საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა. ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, სხვისი უფლებების დაცვა და ტოლერანტობა ქართველების ისტორიული კუთვნილებაა, ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობებია და შეუძლებელია ვინმემ იმაზე უკეთ გვასწავლოს ეს, ვიდრე ჩვენმა ისტორიამ,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები