გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები სიმართლეს ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენი ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

მისივე განცხადებით, გერმანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე და ყოველი იაფი კუბური მეტრი გაზის სანაცვლოდ, ევროპამ უსაფრთხოებით ორჯერ და სამჯერ მეტი გადაიხადა.

მსგავსი თემები