,,ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე, კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს”- ღარიბაშვილი

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საგამოძიებო სამსახურებთან და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინება ყველაფერს.

,,ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, მე ასე ვიტყოდი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და “ბიბისის” მიერ იქნა გამოძიებული, მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. “ქოლცენტრების” სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული. ჩვენ ამას ვამბობდით, გახსოვთ, რომ მილიარდი და დადასტურებულია “ბიბისის” გამოძიების შედეგად, თქვენ  ნახეთ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი დოლარი არის მოპარული. აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესოა ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის  ქვეყნების პენსიონერებისგან, ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს 1 მილიარდი დოლარი. საერთოდ რაზეა საუბარი?! მთავარი მინდა ვთქვა. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი იქნებოდა გასაჯაროებული, გამოვიდა და ფაქტიურად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელ ოპოზიციას, სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიასაც, ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს აი ამ მთელ ოპოზიციურ მოძრაობას.

თქვენ ბრალდებებს კი არა, ყველაზე ამორალურს, ცილს სწამებთ ადამიანებს. რა ბრალდებაზე ლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა, თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და მე დავაფინანსებო. ეს ერთი. მთავარზე მინდა გავაკეთო, ყველა ოპოზიციური არხი, ძირითადად, ეს ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი ასეთი საუკუნის ძარცვა, იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიას და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები. ისევე როგორც, მე მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიძიეთ ერთად, გავხსენით და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინა ამ რეალობას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები