ევროკავშირი მზადაა უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს – ზელენსკი

ევროკავშირი მზადაა მიაწოდოს უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლის საჭიროებაც უკვე აქვთ დამცველებს –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მადლობა გადავუხადე ურსულას ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სიჩქარის საკითხი.

,,უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას რუსული აგრესიისგან. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები