,,ის, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, თუ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის სოციალისტურ პარტიასთან, რა თქმა უნდა, არაფერი გვესაქმება მათთან”- კახა კალაძე

მნიშვნელოვანია, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ იმ ღირებულებებით, რითიც ჩვენი ქვეყანა ამაყობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ აღიშნული პარტიის ხედვა წინააღმდეგობაში მოდის „ქართულ ოცნების“ პრინციპებთან, მისი წევრობა შეუძლებელია.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რითაც ვამაყობთ – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები. მაგალითად, ოჯახი, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქვია. როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება. რაზე ისაუბრა პრემიერმა და რაზე იყო ყურადღება გამახვილებული – ტრადიციებზე,
კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, არაფერი გვესაქმება მათთან, თუმცათანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები