,,ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ,”- ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა.

მისი თქმით, სანქციების პაკეტი ახლა ფოკუსირებულია რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების თავის არიდების მცდელობაზე.

,,ვაძლიერებთ უკვე არსებულ სანქციებს – სატრანზიტო აკრძალვას მეტ პროდუქტს ვამატებთ. ახალ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ, რათა თავიდან ავირიდოთ სანქციებისგან გვერდის ავლა. ვთავაზობთ, აიკრძალოს რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან “ჩრდილოვანი სუბიექტები”, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ჩვენს სანქციებს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები