საქართველოში პარაპლანით ფრენით შედეგად გარდაცვალების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული – ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული გარდაცვალების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე თქმით,  ბოლო წლის განმავლობაში 5 ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, გუდაურში მომხდარი ყველა უბედური შემთხვევა არის ოპერირების შეცდომასთან, მოუწესრიგებელ ფრენებთან და  დაბალი კვალიფიკაციის მქონე პილოტებთან დაკავშირებული.

„რომ გითხრათ, მსგავსი რეგულაცია სრულად უზრუნველყოფს, რომ არაფერი მოხდება, ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. ყველაზე დალაგებულ ქვეყანაშიც კი, პარაპლანებით ფრენის დროს მსხვერპლი არის ხოლმე. თითოეულ ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს. ჩვენი მცდელობა არის ის, რომ ასეთი რაღაცების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. რომ გითხრათ, ახალ წესს როგორც კი კანონის ძალა მიეცემა, ეს მთლიანად გამორიცხავს ნებისმიერ უბედურ შემთხვევას, ასე არ არის. ამ კანონის საშუალებით გვექნება შესაძლებლობა დავადგინოთ იყო თუ არა, გარკვეული პროცესუალური დარღვევამ გამოიწვია მსხვერპლი, შეცდომა იყო თუ ბუნებრივი პირობების გამო მოხდა, ამის საშუალებას გვაძლევს ეს რეგულაცია, ამის შემდეგ კი გვექნება სამართლებრივი მექანიზმებიც“, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები