17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.

„ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა! 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.

პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! უფალმა დაგლოცოთ!“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

 

მსგავსი თემები