„ევროპა ტოტალიტარიზმის დამარცხებაა, სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, არ იქნება გამარჯვება“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  ევროპა ნიშნავს ტოტალიტარიზმის დამარცხებაა და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, გამარჯვებაც არ იქნება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

„დღეს არის 9 მაისი, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა 8 და 9 მაისს შორის, გააჩნია, ვინ როგორ, რომელმა დაამარცხა ნაციზმი. ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა, ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვებაც არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში, რომ აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე.

 

მსგავსი თემები