„ეს არ არის შეცდომა და უტვინობა, ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავენ ქვეყნის მომავალს” – ზურაბ ჯაფარიძე

ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არ არის შეცდომა და უტვინობა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ქვეყნის მომავალს – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. „ამ კადრების გავრცელება გარდა იმისა, რაზეც ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს, არის კიდევ ერთხელ, მორიგი ნაბიჯი გადადგმული იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომლებიც მოდის დასავლეთიდან, რომლებიც მოდის ევროკავშირიდან. დღეს მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, 6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატობის სტატუსზე და ამ რეზოლუციაში მოხდა პრაქტიკულად შეფასება იმისა თუ რა მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და ცალსახად წერია, რომ ყველა მიმართულებით,…

მეტი...

„გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი” – რატი ბრგაძე

იუსტიციის მინისტრი სამტავრობო ეთერში ამტკიცებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ “საქართველოში არავის აწამებენ”. „ყველაზე საშინელება, რაც დაიწყო, ეს იყო რამდენიმე დღე, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ იმას, რომ თითქოს ამ ადამიანს ვაწამებთ… ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება, ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია”, – თქვა მაინისტრმა. პენიტენციურმა სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

მეტი...

„ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა” – ხოშტარია

„ამ ყველაფრის ტელევიზორში ყურების დრო დამთავრდა”- განცხადება “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ გააკეთა.  მისი თქმით, საჭიროა კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმის შემუშავება. პოლიტიკოსმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს “შეკოწიწებული” უწოდა: “შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში”- თქვა ხოშტარიამ. მისი თქმით, საქმე გვაქვს ადამიანის გათელვასა…

მეტი...

„ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს” – გიორგი ვაშაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რას აპირებთ? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ ზურა ჯაფარიძესთან („გირჩი-მეტი თავისუფლება“) და ელენე ხოშტარიასთან („დროა“) ერთად ბრიფინგი გამართა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა. „სიტუაცია არის უმძიმესი. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი სამწუხაროდ ის, რომ საქართველო არ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას. პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია მკაფიოდ პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილის და მის…

მეტი...

„რახან აქამდე დახვედით, დადეთ კადრები, სადაც სააკაშვილი გონებას კარგავს, აღებინებს” – ხერხეულიძე ბრეგაძეს

რა მიზანს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება? – მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლი, ეკა ხერხეულიძის თქმით,  რომ ქართული ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილის მდგომარება მძიმე არ არის და ზაფხულის კადრებს ასაჯაროებს. „იციან, რომ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაში ნახვა, საზოგადოების რეაქციას გამოიწვევს. არ გვანახებენ ამას და გვიჩვენებენ ძველ კადრებს, რომ ასეთია მიხეილ სააკაშვილი” – აცხადებს ხერხეულიძე და დასძენს, რომ “კადრები ფალსიფიცირებულია”. დეპუტატი ინტერესდება, რატომ არ ადევს კადრებს ხმა. „ერთადერთი კადრია, სადაც დამხმარე მექანიზმით გადაადგილდება და სადაც მიხეილ სააკაშვილს 4 ზომით დიდი სპორტული აცვია, რომ სხეულის კომფიგურაცია არ იყოს აღქმადი. არ უნდათ, ჩამოშლილი სააკაშვილი ნახოს საზოგადოებას”- თქვა…

მეტი...

2023 წელს პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 59,8 მილიონი ლარით და 6 მილიარდ 858 მილიონ ლარს აჭარბებს. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის იზრდება პენსია, ასევე, დაგეგმილია ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას და ერთ ბავშვზე განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით, გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი; 2023 წლის ბიუჯეტი, ასევე, ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს…

მეტი...

„კადრებში ჩანს სააკაშვილის აგრესიული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალისადმი და ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი ღირსეულად აგრძელებდა მოვალეობის შესრულებას” – რატი ბრეგაძე

კადრებში ჩანს [მიხეილ სააკაშვილის] აგრესიული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალისადმი და ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი ღირსეულად აგრძელებდა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მთელი იმ შეურაცხყოფის კასკადის მიუხედავად, რომელიც მათ შორის გარედანაც ხორციელდებოდა. მათზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ასევე მათი მედიასაშუალებების მხრიდან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ ვრცელდებოდა არაერთი ცილისწამება და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მოეხდინათ მათზე ზეგავლენა. „ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად ვმოქმედებდით და მთელი ეს პერიოდი შემოფარგლული ვიყავით…

მეტი...

„როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე „ქრონიკასთან“ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, არის მცდელობა, რომ ჯანმრთელობის პოლიტიზების გზით სააკაშვილმა მოიპოვოს თავისუფლება. „ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მოკლედ რომ შევახსენოთ საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე: მსჯავრდადებული სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მოეპოვებინა მას და რადიკალურ ოპოზიციას არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლება. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შსს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ საზოგადოებას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი და სააკაშვილი განთავსებული იყო პენიტენციურ…

მეტი...

დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს? – ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობაა

დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს? ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ ეს საკითხი “ნაციონალურ მოძრაობაში” კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი ხდება.  დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება ფაქტობრივად ცნობილია,  მათი უმრავლესობა მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იზამს დიდი ოპოზიციური პარტია. მელია ბოიკოტის მომხრეა, მაგრამ იგივეს არ ფიქრობენ ენმ-ის კვოტით პარლამენტში შესული დეპუტატები. ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მანდატზე უარის თქმის აზრს ვერ ხედავს.

მეტი...

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – 2022 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა

2022 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ჩინეთი და ირანი მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად სახელდება და აქ ქალები კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. „გასულ წელთან შედარებით, დაღუპულთა ოდენობა 20%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლების ზრდაში, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ომის დაწყებიდან რვა ჟურნალისტი დაიღუპა, რითაც უკრაინა მედიის წარმომადგენლებისთვის მსოფლიოში ნომერ მეორე საფრთხის მქონე ქვეყანა გახდა. პირველ ადგილზე კი, მექსიკაა, სადაც წელს 11 ჟურნალისტი მოკლეს. ქვეყანა ბოლო ოთხი წელია,…

მეტი...

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს აქვეყნებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა. ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს“, – აცხადებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურში. https://www.facebook.com/watch/?v=2051398698404766

მეტი...

,,სააკაშვილთან დღემდე 1 500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი”- ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამის დასტურია ის გარემოება, რომ დღემდე 1 500-ზე მეტი მნახველი იყო შესული მიხეილ სააკაშვილთან. „ახლა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მასთან დღემდე, 1500–ზე მეტი მნახველი იყო. ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი არაა დასამალი და იმასაც გეტყვით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობა დეტალურ…

მეტი...

თბილისში “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი, სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანამ თავდამსხმელი თანხას მიიღებდა,  რამდენიმე პირი ჰყავდა აყვანილი აყვანილი და იმუქრებოდა. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მეტი...

,,ევროპარლამენტარებისგან მივიღე გზავნილი, რომ შევწყვიტო შიმშილობა”- მიხეილ სააკაშვილი

,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. მისი თქმით, მრავალი თვის განმავლობაში იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ არის დადასტურებული. „ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ…

მეტი...

სასამართლომ 10 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, 50 წლამდე კაცი, რომელსაც 10 წლის ბავშვზე არაერთხელ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებოდნენ, უდანაშაულოდ ცნო. ბავშვის დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და კაცის დასჯას ითხოვს. მისი ინფორმაციით, მეზობელმა კაცმა მისი მცირეწლოვანი შვილი არაერთხელ, მოტყუებით შეიყვანა სახლში და იძალადა. ამასთან, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მცირეწლოვანს, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა. ბრალდებული კაცი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. საქმეზე გამოძიება სსკ–ს 138–ე მუხლის 4 ა ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამნაშავის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მეტი...

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანი, ნათქვამია: „დაუწესდეს პერსონალური საქნციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. “ხაზს ვუსვამთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას ვუწევთ პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური…

მეტი...

,,პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა,”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”წყნეთის პოლიციელებს ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რას ყვიროდა დაკავებული კავილაძე, შეშინებული რა გვარებს ასახელებდა, წყნეთის პოლიციაში ეს ყველაფერი იციან”. „ნიკოს საქმე გამოძიებულია და ეს ხელისგულზეა, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ნაშრომი, რომელიც 9 ტომში წერია, რატომღაც დედამ უნდა აღასრულოს. ამას ვერანაირად ვერ შევძლებ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არ ვამბობ, რადგან ნიკო კვარაცხელია ჩემი შვილია. ეს ძალიან…

მეტი...

„ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი – კარგად, როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება!”- კახა ოქრიაშვილი

„ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი – კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს“,- ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი თბილისის მერის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას. მისი თქმით, როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს. ,,დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე 250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო…

მეტი...

ივანიშვილის სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, გვარამიას შეწყალება – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა. ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ამასთან,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, “გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.  

მეტი...

,,ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს მთელ მსოფლიოს“- ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატები საკმაოდ კრიტიკული იყო. მისი თქმით,  ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადარდებს მთელ მსოფლიოს. „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს ძალიან ბევრს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. დებატებიც არის დასტური, რომ სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რიგითი საკითხი, ეს ფაქტია. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, ევროპარლამენტში დებატები იმართება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას აინტერესებს, როგორ მდგომარეობაშია ყოფილი პრეზიდენტი, ექცევა თუ არა მას სასტიკად ხელისუფლებას და მიჰყავს თუ არა სიკვდილამდე. როდესაც ხარ ხელისუფლება და გრძნობ ასეთ წნეხს, უნდა…

მეტი...

რუსეთმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს

რუსეთის ძალებმა  ხერსონის ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, დაბომბვა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, დანგრეულია ორი სართული, მაგრამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

,,ივანიშვილმა პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში”- სალომე სამადაშვილი

,,ივანიშვილმა, როგორც ჩანს, პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში ,”- ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია, თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის მძიმე და სიმულაციაა, რატომ არ ეძლევა შესაძლებლობა საჯაროდ გამოჩნდეს. „ქართულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა როგორც ჩანს, პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში, სხვა ახსნა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აღარ აქვს. მე გუშინ მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში, სიმართლე გითხრათ, გამიჩნდა ეჭვი, რომ მას არ მიეცემოდა დღეს საზოგადოების წინაშე გამოჩენის შესაძლებლობა, საზოგადოება, ქართველი ხალხი დარწმუნებული ვარ სულისშემძვრელად შეაფასებდა იმ…

მეტი...

,,ამ პროცესის ზედმეტი შეფერხება, იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს”- კელი დეგნანი სააკაშვილზე

საქართველოში, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესის გადადება მოულოდნელი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის შეფერხება იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მის მდგომარეობას და სიტუაციას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვამბობ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის კიდე ზედმეტად შეფერხება ამ პროცესის, რა…

მეტი...

,,ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის”- მიხეილ სააკაშვილი

,,ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა ”ვივამედთან” მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ წაიკითხა. სააკაშვილის თქმით, აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით. ,,დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ საააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექს-პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. „ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არ ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად შიმშლობა გამოაცხადა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

,,თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, უკეთესი იქნება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, უკეთესი იქნება. მისი თქმით, რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან მით უკეთესი. „თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუნდაც საპარლამენტო პროცესების განვითარებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე რადიკალმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, ეს არის მაგალითად, იგივე მელია, ხაზარაძე, მამულაშვილი და ეს უკვე დადებითად დაეტყო პარლამენტის საქმიანობას. რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან მით უკეთესი, იმისათვის რომ საქართველოში რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ჭამოს და არ დაიკლებს წონაში”- კახა კალაძე სააკაშვილზე

,,ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის (სააკაშვილი) კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ,,ეს არის სიმულირება. ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში. პოლიტიკოსებმა ან საკითხზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი მკვლელი და დიქტატორი”- ირაკლი კობახიძე

,,მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი მკვლელი და დიქტატორი,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. „9 200 პატიმარია საქართველოში და ამდენი ხანი ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ​, როდესაც ეს პატიმარი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, ვინც სასჯელს იხდის ციხეში, მის რეჟიმს რამდენიმე ასეული პატიმარი ჰყავს მოკლული. მის ავანტიურებს და ღალატს შეეწირა 2008 წლის აგვისტოში რამდენიმე ასეული ადამიანი, ათიათასობით ბიზნესმენი გააუბედურეს, ზოგს ქონება წაართვეს, ზოგი დააყაჩაღეს, ზოგს სახელმწიფოზე აფორმებდნენ, ზოგს საკუთარ ოჯახებზე და ბევრის სიცოცხლე შეეწირა ამას. ასეულობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე არის ამ ადამიანის მიერ…

მეტი...

,,ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე”- ირაკლი კობახიძე

,,ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში.” „ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი  საფუძველი, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის ამისკენ მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სახელმწიფოებრიობას. გლუკსმანი არის სააკაშვილის კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ეს არის მისი მთავარი ნიშანი, ამიტომ არის ის…

მეტი...

,,თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე  საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება. კალაძის განცხადებით, თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზეა დამოკიდებული, მაშინ ევროპამ “თავისთვის დაიტოვოს არაფრისმომცემი სტატუსი”. ,,საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ  რა საჭიროა მისი შესრულება ხო?  თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ “- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,პარლამენტში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხზე”- ნიკა მელია

,,მიმაჩნია, რომ პარლამენტში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მომავალს. „ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ სულ მცირე გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი…

მეტი...

,,ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება”- ვიქტორ ჯაფარიძე

,,ადამიანი, რომელიც არაფერს ინანიებს და კიდევ აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები უნდა გაასაჯაროოს. „გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა, გამოვიდეს და თქვას, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს. 20 წელიწადია, არ ასვენებს ეს კაცი ამ ქვეყანას“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები არ არის მისაღები. „რომ საუბრობთ, ევროპარლამენტარებმა და ფოტიგამ რაღაც თქვაო, არ იყო მათი განცხადებები მისაღები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა. სააკაშვილის რომელი უფლებაა დარღვეული, საავადმყოფოში…

მეტი...

,,იუსტიციის მინისტრის ადგილზე გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის რომ დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე იყოს, თანამდებობიდან გადადგებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება. „დინამიკაში უნდა იყოს ნაჩვენები, უტარდება შესაბამისი მკურნალობა თუ არა. საერთოდ, არანაირი ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობდეს, უნდა შეხედოთ სააკაშვილს და დაინახავთ, რომ ეს არის მომაკვდავი ადამიანი. ამის ჩვენება არ უნდათ, რომ არანაირი მკურნალობა, ყოველ შემთხვევაში, ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება. ამის დამალვის მცდელობა იყო. სიმართლე გითხრათ, მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, შემრცხვებოდა და ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად…

მეტი...

,,ჰუმანური სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრუნავს მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე”- შალვა პაპუაშვილი

,,ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი სარგებლობს ისეთი საკითხებით, რომელიც, როგორც წესი, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს. ,,ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე განსაკუთრებით, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან არის პენიტენციურ სისტემაში და შეზღუდული აქვთ მათ თავისუფლება, ამიტომ სახელმწიფო ზრუნავს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე და ყველაფერს აკეთებს ამისთვის და აქაც, არავის, არასად არასდროს არ უთქვამს, მათ შორის ამ დასკვნების განმავლობაში, არ უთქვამს რომ რაიმე სერვისი…

მეტი...

,,ცდილობენ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  ახლა ცდილობენ, რომ „სააკაშვილი მოკლან და მერე კვალი დამალონ”. “ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო, პატიმარი ვერ ჩართეს თურმე 2 კილომეტრიდან, წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. შიში, გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ ყველაფერს ცდილობენ ახლა რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი. სხვა არაფერი არ ქვია ამას,”- განაცხადა ხაჭაპურიძემ

მეტი...

„მონებო“, „თქვენ ხართ არაკაცები და მკვლელები“ – ხმაური საქალაქო სასამართლოსთან

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოსთან –  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი შეძახილებით გააცილეს. ადგილი ჰქობდა ფიზიკურ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მონებო“, „თქვენ ხართ არაკაცები და მკვლელები“. ადგილზე შეკრებილები ითხოვდნენ პასუხს, რატომ მოითხოვა პენიტენციურმა სხდომის ერთი თვით გადადება. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამსახური იყო მობილიზებული.

მეტი...