,,ჰუმანური სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრუნავს მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე”- შალვა პაპუაშვილი

,,ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი სარგებლობს ისეთი საკითხებით, რომელიც, როგორც წესი, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს.

,,ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე განსაკუთრებით, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან არის პენიტენციურ სისტემაში და შეზღუდული აქვთ მათ თავისუფლება, ამიტომ სახელმწიფო ზრუნავს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე და ყველაფერს აკეთებს ამისთვის და აქაც, არავის, არასად არასდროს არ უთქვამს, მათ შორის ამ დასკვნების განმავლობაში, არ უთქვამს რომ რაიმე სერვისი მას არ მიეწოდა, რაიმე ანალიზი, რომელიც მას არ ჩაუტარდა, რაიმე სხვა საკითხი, რომელიც ას სჭირდებოდა და არ მიეცა. ნახეთ, პირიქით, ის სარგებლობს ისეთი საკითხებით, რომელიც, როგორც წესი, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები