რუსეთი ზაპოროჟიეში ევაკუაციისთვის ემზადება – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი ევაკუაციისთვის ემზადება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს ტერიტორიიდან საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალიც გაჰყავს. „ხელმისაწვდომი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ტერიტორიიდან ცალკეული ქვედანაყოფებით გადიან და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციის პერსონალს“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

მეტი...

,,თქვენი რანგის ადამიანებს შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ საკითხების გადაჭრაში”- ასლან ბჟანია ვიაჩესლავ ვოლოდინს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთშ, ბიძგს მისცემს მათ ურთიერთობებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბჟანიამ ვოლოდინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „თქვენნაირი რანგის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება, შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ იმ საკითხების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, თქვენი ვიზიტი სრულად იმუშავებს რუსეთისა და აფხაზეთის ხალხის ინტერესებისთვის, ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებისა და პროდუქტიულობისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში! გმადლობთ მობრძანებისთვის“, – განაცხადა ბჟანიამ. მანვე ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელმძღვანელობას მუდმივი დახმარებისთვის.

მეტი...

„რუსეთის მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსეთის მთავრობასა და დუმაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პესკოვის განცხადებით, გავრცელებული ცნობები „ცრუ ინფორმაციაა“. „ეს ცრუ ინფორმაციაა. რუსეთის მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება. მსგავსი ამბები ყოველდღიურად იწერება“ – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

“კლინიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი საპროტესტო აქციის ჩატარება არაგონივრული იქნება“ – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაანონსებას გამოეხმაურა. როგორც მელიამ აღნიშნა, კლინიკა „ვივამედის“ ტერიტორია აქციის გასამართად შესაბამისი არ არის, ამიტომ აღნიშნულ ინიციატივაზე სააკაშვილის რეაქცია არ გაჰკვირვებია. „4-5 თვის განმავლობაში თავიდან ბოლომდე ჩვენი ძალისხმევა, ოჯახის ძალისხმევა, თავად მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევა მიმართულია ჰუმანიტარულ საკითხებზე და არა პოლიტიკურზე. „ვივამედის“ ტერიტორიაზე ნებისმიერი საპროტესტო აქციის ჩატარება არაგონივრული იქნება. ერთია, რომ გულშემატკივარი მივიდეს ტერიტორიაზე, მაგრამ სხვა საკითხია, როცა აქცია იგეგმება. ამიტომ, მე საერთოდაც არ მიკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასეთი რეაქცია ჰქონდა“ – განაცხადა მელიამ.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერიაა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მებრძოლის მამა, არჩილ ხოფერია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა, რის შემდეგაც რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, სწორედ ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა. ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 37 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის დასახმარებელ ახალ პაკეტს ამზადებს. კერძოდ, საუბარია ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელიც 37 მილიარდ დოლარს მოიცვას. სწორედ ეს თანხა მოითხოვა ჯო ბაიდენმა კონგრესისგან. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმართა კონგრესს, რათა უკრაინა არა მხოლოდ გადაურჩეს ამ განსაცდელებს, არამედ განვითარდეს, როგორც სუვერენული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.  

მეტი...

დადგინდება ზღვარი და მასზე მაღალ ფასად წამლის რეალიზაცია აიკრძალება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება. „ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის, ხარისხიან მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ამისთვის, მთელ რიგ რეფორმებს ვახორციელებთ. ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ რეფერენტული ფასების დაწესებაა, რომლის საშუალებითაც, მედიკამენტებზე…

მეტი...

„მსგავსი ქმედებებით ის შეურაცხყოფს მასობრივი ეთნიკური წმენდის, გენოციდის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას“ – ჯემალ გამხარია  

სოხუმში რუსეთის დუმის თავმჯდომარის –  ვ.ვოლოდინის ჩასვლსთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს და ამ „ვიზიტს“ მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინისა და მისი თანმხლები პირების დღეს, პირველ დეკემბერს, ჩამოსვლა იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევის მორიგ გამოვლინებას. მაღალი რანგის ოფიციალური პირების ყოველი ასეთი ვიზიტით კრემლი ახდენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობის თავხედურ დემონსტრირებას. მსგავსი ქმედებებით ის შეურაცხყოფს აფხაზეთის რუსული ოკუპაციის შედეგად მიზანმიმართულად წამებული და დახოცილი ათასობით მშვიდობიანი…

მეტი...

დუმის სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩავიდა. „ოფიციალური ვიზიტი“ –  ასე ავრცელებს რუსული მედია იფორმაციას.  დუმის წარმომადგენელს აეროპორტში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის „თავმჯდომარე“  ლაშა აშუბა დახვდა. ე.წ. მხარეებმა, სოხუმში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის „სახალხო კრებასა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ.“ დუმის წარმომადგენელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასაც შეხვდა.

მეტი...

„ჩინეთს სამხედრო დახმარება არც უკრაინისთვის გაუწევია და არც რუსეთისთვის“ – ელჩი

ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთს სამხედრო დახმარება არც რუსეთისთვის გაუწევია და არც უკრაინისთვის.  როგორც დიპლომატმა ჭოუ ციენმა „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა,  ჩინეთი იარაღის ექსპორტში არ ჩაერთვება. „ჩინეთს სამხედრო დახმარება არც ერთი ქვეყნისთვის გაუწევია. ერთადერთი, უკრაინას გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება.  ჩინეთის მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევა კრიტიკულ ზეგავლენას იქონიებს პროცესზე. ზოგი ქვეყანა იარაღის ექსპორტით ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ჩინეთი არასდროს ერთვება იარაღის ექსპორტში კონფლიქტურ მხარეებთან. ჩინეთი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს. ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ და იმედი გვაქვს, სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. უნდა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად“ – აცხადებს ელჩი ჭოუ ციენი.

მეტი...

,,რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ”- ოლექსი დანილოვი

,,რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ, რუსები უბრალოდ ბარბაროსები არიან,” ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არსებობა არსებულ საზღვრებში. „ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ და შეწყვიტონ არსებობა არსებულ საზღვრებში. დღეს რუსეთი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ კოლონიები. მათ გაანადგურეს უამრავი ხალხი, ენა, ტრადიცია და კულტურა. ისინი უბრალოდ ბარბაროსები არიან. რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ. რუსები არიან ქურდები, რომლებიც გამუდმებით იპარავდნენ ვიღაცის ისტორიას, მუდმივად ითხოვენ რაღაცას. მე ვიზიარებ აზრს, რომ პუტინი და ჰიტლერი…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ნაპოლის“ ექიმი ინფორმაციას ავრცელებს

1-თვიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ”ნაპოლს” დაუბრუნდა და  გუნდის საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა. კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ ისაუბრა. „კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გადაუარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა წელის არეში მიღებული დაზიანებისგან. რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს „ინტერთან“ მატჩისთვის დაბრუნდეს.“- განაცხადა რაფაელე კანოჩიომ.

მეტი...

მედიკამენტებზე ზღვრული ფასები წესდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასები წესდება. პროექტი  საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.  კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება. რეფერენტული ფასის მექანიზმი 36 ქვეყანაშია დანერგილი. ცვლილებები ასევე ეხება,…

მეტი...

პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევით“ მოგვარების მიზნით, ბრალდებულებიდან ორმა “ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა,ხოლო სამი ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოდავე მხარეებს შორის ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს. სამ ბრალდებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან…

მეტი...

,,რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი”- ჰელგა მარია შმიდტი

,,წელს ეუთო-ს ერთ-ერთმა წევრმა, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად. ეს არ არის ამ ორგანიზაციის ჩავარდნა, ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი,” – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდტმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი. „რუსეთის მიერ მეზობელი და ეუთო-ს წევრი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი, რომელიც უკვე მრავალი წელი ხელს უწყობდა პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. ამ ომს კატასტროფული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მისი მეზობლებისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ამ ომმა კატასტროფული შედეგი იქონია ამ ორგანიზაციაზე…

მეტი...

შვეიცარიამ 7.9 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ  7.5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების (დაახლოებით 7.9 მილიარდი აშშ დოლარი) რუსული აქტივები გაყინეს. „გაყინული თანხები შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც ახალი პირები ხდებიან სანქციების ობიექტი ან გამოვლენილია ახალი აქტივები“, – აცხადებენ შვეიცარიის ფინანსთა სამინისტროში. შვეიცარიის  ბანკებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთში დაფუძნებული კომპანიების დეპოზიტების მიღება 100 000-ზე მეტი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით.

მეტი...

,,პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა ომის წამოწყებით”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა ომის წამოწყებით. მისი თქმით, მოლაპარაკება რუსეთის ლიდერთან ჯერ კიდევ “შესაძლებელია”. “ვფიქრობ, პრეზიდენტმა პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა ამ ომის წამოწყებით”, – განაცხადა მაკრონმა. მაკრონი იმედოვნებს, რომ პუტინი “რაციონალური” იქნება ომის მოლაპარაკებით დასასრულით – “შეუძლებელია მაგიდასთან დაბრუნება და რაიმეზე მოლაპარაკება? ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.”

მეტი...

,,მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს”- მინისტრი

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს. შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების სარჩელზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა. განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ. ,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა,…

მეტი...

სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული გაყიდვების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, მასთან დაკავშირებული პირების მიერ ახლად დაფუძნებულ კომპანიებს გაუფორმა ხელშეკრულებები მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნასყიდობის შესახებ და ხშირ შემთხვევაში საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად აწვდიდა საქონელს, რომელთაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების არ გადახდის გამო უკვე გააჩნდათ დიდი ოდენობით დავალიანება, რითაც დაზარალებულ კომპანიას…

მეტი...

,,დიეგო მარადონას ძალიან მოეწონებოდა”- მარადონას შვილი კვარაცხელიაზე

,,დიეგო მარადონას ძალიან მოეწონებოდა, რადგან განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა,”- ასე აფასებს დიეგო მარადონას შვილი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას. უმცროსი დიეგო მარადონა იმედოვნებს, რომ ქართელი ფეხბურთელი „ნაპოლში“ დიდხანს დარჩება. „ვიცოდით, რომ ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირველივე სეზონში, იტალიის სერია A-ში, გუნდში თამაში რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ადვილი არაა. ამიტომ მისგან წინსვლას უფრო პატარა ნაბიჯებით ველოდით, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ უძლიერესია. საოცარი თვისებებით გამოირჩევა. მან თავისი შედეგით და თამაშით აჩვენა, რომ მაგარი ფეხბურთელია. ის მოედანზე ლიდერი გახდა, რადგან დაამტკიცა, რომ განსხვავებულია. ამის მოპოვება მხოლოდ მოედანზეა…

მეტი...

,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში”- გიული ალასანია

,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა შედგა, მიაჩნია, რომ არის უცხო სახელმწიფოს კვალი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. გიული ალასანიამ ყველას მოუწოდებს პოლიტიკური ქუელბის დაწერისგან და პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან თავი შეიკავონ. ,,ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც, მოგეხსენებათ ჩემ შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ, რა თქმა უნდა,…

მეტი...

,,ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის,”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედამ განაცხადა. „წინა სხდომაზე მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა “მეფეც” და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო ყველაფერი. ვიღაცას მოუწოდა, ვინც პარლამენტში მუშაობს, ასევე, ახალგაზრდას მოუწოდა, ვისაც ქვეყანა დატოვებული აქვს და სადღაცაა, თუ არ მიშველით და აქედან არ დამიხსნით, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო. მე არ ვიცი ვინ არის საზღვარგარეთ, ვინ მუშაობს პარლამენტში, ვიკითხოთ,”- განაცხადა…

მეტი...

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ისტორიული თაღი ჩამოინგრა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ისტორიულილ თაღი ჩამოინგრა.  ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ცნობით, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მეტი...

,,თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას განცხადებას ეხმიანება. ელჩის  განცხადებით, 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი რუსეთში მიდის. კობახიძის თქმით, თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება ექნება სახელმწიფოს. ,,არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის…

მეტი...

,,თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა…დაწყნარდით და დამშვიდდით“- ღუდუშაური რომან გოცირიძეს

,,ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა,” – ამ სიტყვებით, უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. პლენარულ სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ. „მართლაც გაუგონარი უტიფრობის მომსწრენი ვართ. არაერთხელ მოგვისმენია და დაგვინახავს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამ რადიკალი ჯგუფისგან უტიფრობა, მაგრამ დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სრული ანომალია. ამ ადამიანებს, რომ არც სინდისთან, არც ნამუსთან და არც მორალთან არ აქვთ კავშირი, ესეც კარგად არის ცნობილი, მაგრამ ვინ, ვინ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვესაუბრება ჯანდაცვის სისტემაზე, რომლის დროსაც ადამიანები ყიდდნენ…

მეტი...

,,მშვიდობის მტრებს“ 9 დეკემბერს დაანონსებული აქვთ აქცია, რასაც მიაღწევენ, ყველა ნახავს”- ირაკლი კობახიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან მშვიდობის მტრები, უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები, შესაბამისად მშვიდობის მტრები აანონსებენ ასეთ აქციას 9 დეკემბერს,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა სლოგანები, არამედ მშვიდობა ამ ქალაქში. „არა მარტო აპროტესტებდნენ ისინი წინა სლოგანებს, არამედ საკუთარი ალტერნატიული სლოგანები ჰქონდათ. მაგალითად, ნიკა გვარამიას ჰქონდა პირდაპირ შემოთავაზებული სლოგანი: „სიკვდილით სავსე ქალაქი“, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის სლოგანი, მათივე სლოგანია „თბილისი-ომის ქალაქი“ და არა მარტო სლოგანი, არამედ – მიზანი. 9 დეკემბერს მშვიდობის მტრებს დაანონსებული აქვთ აქცია, მშვიდობის ქალაქის წინააღმდეგ და ამ სლოგანის წინააღმდეგ.…

მეტი...

ტყვიავში ხანძარს 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

 გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცია. ხანძრის შედეგად დაიწვა სამი სახლი. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.რუსეთის საოკუპაციო ძალების…

მეტი...

„ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს!“- კახა ოქრიაშვილი

,,ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე,”- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა  შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში ,,ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე. ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება. მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ…

მეტი...

,,400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში”- ირაკლი კობახიძე

,,ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან იყო 10.5% წელს პირველი ათი თვის მონაცემებით გვაქვს 10% ეკონომიკური ზრდა, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით,  400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში. „ეს მონაცემები მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოქალაქეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც მაგალითად მსოფლიო ბანკის. სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარ მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს…

მეტი...

,,არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, დავიქირავეთ, რადგან გვჭირდებოდა გასამაგრებლად”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის,  გიული ალასანიას განცხადებით, არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავა. „ესეიგი, ლობისტია ბატონი ხაჭაპურიძე ან დანარჩენი იურისტები? რატომ არიან ესენი ლობისტები ან ვინ დაარქვა მათ ლობისტები. ესენი არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. დავიქირავეთ, რადგან გვჭირდებოდა გასამაგრებლად, ყველაფერ იმის გასამაგრებლად, რაც აქ ხდება. გვინდა, დამატებით მათაც თქვან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ. მისივე თქმით, „იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა”.

მეტი...

,,ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის”- ირაკლი კობახიძე

,,400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ”მიზანი არის ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების წინააღმდეგ“. „ორგანიზაცია „ემპათია“ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება,…

მეტი...

,,ჩართეს ახალი ხერხი, ლობისტური კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი”- ირაკლი კობახიძე

,,ჩართეს ახალი ხერხი, ლობისტური კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს”. ,,მათ ჰქონდათ ყველანაირი მცდელობა, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მათ შორის, ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, მათი ტელევიზიის ლიდერები პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდნენ თვითდაზიანების თაობაზე, მთელი კამპანია ჰქონდათ აწეული, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ახლა ჩართეს ახალი ხერხი. ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, პიარ კომპანიის დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისათვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის, ეს არის…

მეტი...

,,ლობისტების დაქირავებაში მიუღებელი არაფერია”- ხატია დეკანოიძე

,,ლობისტების დაქირავებაში მიუღებელი არაფერია, ოჯახისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის უმთავრესი,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ცენტრ “ემპათიის” დასკვნა არის ძალიან მძიმე და საჭიროა, ექიმებს ყველამ დაუჯეროს. „არ დაგვავიწყდეს, მიხეილ სააკაშვილი არის შვილი, მამა, რა თქმა უნდა, მათთვის ეს საკითხი გასულია ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან, ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად მოიკითხოს ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ. ამერიკაში საქართველოს ელჩი პირადად არის ამით დაკავებული. ამიტომ სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის, დაინახონ იქ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიძლება მალე გარდაიცვალოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, ფრაქცია…

მეტი...

რუსეთის შემდეგი მასირებული საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე, როგორც ჩანს, გარდაუვალია – მედია

გერმანული გამოცემა “შპიგელი” სარატოვის სამხედრო აეროდრომის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით  უკრაინას ახალი, მძიმე საჰაერო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს. გამოცემის ვარაუდით, რუსეთის შემდეგი მასირებული საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე, როგორც ჩანს, გარდაუვალია. გამოცემა სატელიტურ ფოტოებს ეყრდნობა, რომელშიც ჩანს, რომ აეროდრომზე განთავსებულია დაახლოებით 20-მდე შორი მანძილის ბომბდამშენები: “ტუ-95″ და ,”ტუ 160”, ასევე საწვავის ავზები, საბრძოლო მასალები, მანქანები და სარემონტო მასალები, დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომლითაც საკრუიზო რაკეტები გადაიტანეს.

მეტი...