“მიყვარხართ და დამლოცეთ” – ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორესთვის მიმართვას ავრცელებს

„გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. მრავალჟამიერი იყოს თქვენი სიცოცხლე, მიყვარხართ და დამლოცეთ” – ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორეს მიმართავს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვყნებს.  

მეტი...

საზარელი დანაშაული მარნეულში – 33 წლის კაცმა ჯერ საკუთარ მამას ესროლა, შემდეგ კი ბაბუა დაჭრა

საზარელი შემთხვევა მარნეულში. 33 წლის კაცმა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ მამას ესროლა, შემდეგ  კი სამზარეულოს დანით ბაბუა დაჭრა. ორივე დაზარალებულის მდგომაროება ახლა კრიტიკულია. ირკვევა, რომ მამა-შვილ პაპიაშვილებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მათ გაშველებას კი ბაბუა ცდილობდა. შვილიშვილის მიერ დაჭრილი ხანდაზმული კაცი ახლა კომაშია, მდგომარეობა იმდენად მძიმეა რომ ექიმები პროგნოზსაც ვერ აკეთებენ.  შვილის მიერ დაჭრილ მამას კი ტვინის შეშუპება აქვს. სავარაუდო დამნაშავე უმძიმესი ბრალდებით უკვე დაკავებულია.

მეტი...

მედიის ცნობით, აშშ ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, მიზეზი ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდა და ვირუსის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთის მთავრობის არაგამჭვირვალე პოზიციაა. ამასთან, ოთხშაბათს იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტირება სავალდებულო გახდეს. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ვირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტის მეთვალყურეობისა და იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად, იტალიის მოსახლეობის დასაცავად. იაპონიამ, მალაიზიამ, ტაივანმა და ინდოეთმა კი წესები გაამკაცრეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მალპენსას აეროპორტში, ერთ-ერთ რეისზე მგზავრების 52 %-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, ყოველდღიურად, პეკინში „კოვიდ-19“-ის 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ემატებოდა.

მეტი...

ძლიერი მიწისძვრა – ბიძგების სიმძლავრე 4,9 მაგნიტუდა შეადგინა

რამდენიმე საათის წინ, საბერძნეთში, კერძოდ, ევიაში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ იგრძნობოდა ატიკის რეგიონშიც, მათ შორის, ათენშიც. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილის არცერთი განცხადება არ მომეწონა, სააკაშვილი დაცემული არ არის, ამაშიც არ ვეთანხმები” – გიული ალასანია

სალომე ზურაბიშვილის არცერთი განცხადება არ მომეწონა. სააკაშვილი დაცემული არ არის, ამაშიც არ ვეთანხმები, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. გიული ალასანია გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს, მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“. გიული ალასანიას თქმით, ფიზიკურად თუ სუსტადაა ადმიანი, ეს დაცემას…

მეტი...

„პრეზიდენტი თუ მიიჩნევს, რომ ბულინგის მსხვერპლია, ეს ნიშნავს, რომ ვერ უმკლავდები მაღალ თანამდებობას, პასუხისმგებლობას და სახლში უნდა წახვიდე” – დავით უსუფაშვილი

ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ვერ უმკლავდება და თავის მხრივ, სააკაშვილი ვერ უმკლავდება პატიმრობას. გვაქვს ვითარება, როცა ამ თემის გამო ქვეყანა ზარალდება, სასჯელის მიზანი კი ვერ არის მიღწეული, წინა პლანზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება, ხოლო მართლმსაჯულება – მეორე პლანზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა პოლიტიკურად მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა ჩამოვიდა და ყველასთვის ცხადი იყო, რომ საპატიმრო დაწესებულებაში ვერ გაძლებდა, ახლა კი, ყველა ამ ვითარების მძევალია. „პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ვერ უმკლავდება და თავის მხრივ, სააკაშვილი ვერ უმკლავდება პატიმრობას. გვაქვს ვითარება, როცა ამ თემის გამო ქვეყანა ზარალდება,…

მეტი...

„ნაციონალებთან“, ამ ბოროტმოქმედებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება – თორნიკე რიჟვაძე

„ნაცმოძრაობის“ ვითომ ლიდერები, მათი დიდი ნაწილი არიან მკვლელები და დარჩენილი ნაწილი პოტენციური მკვლელები, ბოროტმოქმედები. ისინი დროდადრო ასეთი პირსისხლიანი განცხადებებით საზოგადოებას თავს შეახსენებენ, – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ეხებოდა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გაჩენილ დაპირისპირებას. „მინდა ვთქვა, რომ ამ ტიპის დამნაშავეებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება“, – თქვა რიჟვაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილის თქმით, გირგვლიანი დამნაშავე იყო მორალურად, ის არავის მოუკლავს, მის დანაშაულს მოყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია. „ნაცმოძრაობის“ ნაწილი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.

მეტი...

უკრაინის კრიზისის დარეგულირების მცდელობისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს

უკრაინის კრიზისის დარეგულირების მცდელობისთვის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. ნობელის პრემიაზე თურქეთის პრეზიდენტის კანდიდატურა თურქეთის ეროვნული კრების სპიკერმა, მუსტაფა შენტოპმა წარადგინა. „მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი ნობელის პრემიაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის. განაცხადი მაქვს. განაცხადებს ასევე წარადგენენ პარლამენტების სპიკერები და დეპუტატები სხვადასხვა ქვეყნიდან“, – თქვა მუსტაფა შენტოპმა.

მეტი...

„ ომის ათი თვის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის ათი თვის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა დაეხმარა დასავლეთს, დაბრუნებულიყო გლობალურ ასპარეზზე და ეგრძნო, რამდენად დომინირებს დასავლეთი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ პირველად გადახედა ნეიტრალიტეტის კონცეფციას და უკრაინასთან ერთად, აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია. „ჩვენ დავეხმარეთ ევროკავშირს რეალური სუბიექტურობის შეძენაში. დავეხმარეთ ევროპას, ეგრძნო არა რამდენიმე ჩემპიონატი სხვადასხვა დონის გუნდებით, არამედ ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის. სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. დასავლეთში რუსეთის აღარავის ეშინია და არც…

მეტი...

ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა – შსს

2022 წლის ნოემბერში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 121 454 მოქალაქე შემოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოდან მიმდინარე წლის ნოემბერში შემოსვლების რიცხვი, გასული წლის ამავე თვის მაჩვენებელს 347%-ით აღემატება. ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში რუსეთიდან 27 186 შემოსვლა ფიქსირდებოდა. შესაბამისად მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთი ქვეყნების პირველი ექვსეულის სათავეშია. შსს-ს მონაცემებით, ამავე პერიოდში თურქეთიდან და სომხეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი, პირველი ქვეყნის შემთხვევაში 216%-ით გაიზარდა და 113 054 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო სომხეთიდან 260%-ით 97 014 შემოსვლამდე გაიზარდა. საზღვრის კვეთის მაჩვენებელი საქართველოში შემოსვლის მიმართულებით უკრაინიდან 90%-ით გაიზარდა.…

მეტი...

„აბა, თუ ვაჟკაცი ხარ – ჩამოდი; ხო არ ხარ ლაჩარი – ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ“ – პრეზიდენტი

„რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ – ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა აღნიშნული გზავნილი მას შემდეგ გააჟღერა, რაც მის სახალესთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემას ეხებოდა. „ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადსხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის, არათუ…

მეტი...

“ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია” – სალომე ზურბიშვილი

„მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა“ – ეს პრეზიდენტის გზავნილია, რომელმაც მის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციის შემდეგ, საგამგებო განცდება გააკეთა.  პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც აქციაზე მისულებმა არ მოუსმინეს, აცხადბს, რომ მას ემუქრებიან. პრეზიდენტის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი. დღეს, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვაპირებდი და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და ჩემი სურვილი იყო, ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა (აქ არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე), გამივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო…

მეტი...

,,რუსული სოფელია ჩემს კარებთან, არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტის სასახლის წინ ასეთი სოფელი არ იქნებოდა გამართული”- სალომე ზურაბიშვილი

,,მშანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს” , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული. ,,ამდენი წელი უკვე ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ უკვე ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა, არ მგონია,…

მეტი...

,,ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა…რას ერჩოდნენ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც აწყობდა. მისივე თქმით, ერთი წელია ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის თემის გარდა, სხვა თემა არ არსებობს. ,,რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული. პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით, იქნება რევოლუცია და ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, აბა ხომ არა ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ – იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია, მანამდეც…

მეტი...

,,2023 წელი ბრძოლების წელი იქნება”- გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,  გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია.. ,,2023 წელი იქნება ისეთის ბრძოლების წელი, რომ  ბევრი ადამიანის ღირსება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არ არის ქვეყანაში ის მომენტი, რომ ვინმემ შეძლოს დაიმალოს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მეტი...

,,მემუქრებიან…მე მაინტერესებს მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას კარიერის დასრულებით ემუქრებიან. პრეზიდენტის თქმით, მას მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი აინტერესებს. ,,მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ ვერ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა”- შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტმა არ უპასუხა კითხვას თუ რას აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ,,მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი”- კალაძე ოპოზიციონერ დეპუტატს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გადაადგილების მეტი შესაძლებლობა უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას. კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ტრანსპორტთან დაკავშირებით დეპუტატ ცოტნე კობერიძის შეკითხვას უპასუხა. „მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ – მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი. ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი – ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული…

მეტი...

არაადამიანური მოპყრობა და მეუღლის გაუპატიურება – პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ამცირებდა მას. ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებული გააუპატიურა. “გამოძიებით ასევე დადდგინდა, რომ ბრალდებული ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა და სცემდა არასრულწლოვან შვილს. ბრალდებულის ქმედებით ორივე დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა…

მეტი...

,,თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება წინაპირობაა, საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ”- კახა კალაძე

,,საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით – საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის!,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ხელისუფლება თავის გასაკეთებელს გააკეთებს და ყველა ნაბიჯი გადაიდმება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. „ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, გვაქვს კანონები, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი ჩანიშნა. განცხადებას პრეზიდენტი 17 საათზე გააკეთებს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე. ,,გააჩუმეთ ეს ხალხი…მეორედ აღარ გავიმეორებ…აქ რომ მოვარდით”- აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

მეტი...

,,მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია”- კონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გიორგი გამსახურდიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მანანა არჩვაძე ყველა ზღვარს გადავიდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ”ფეისბუქში” წერს, მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია. ,,მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა, იყენებს რა ფსიქიურად არამდგრად, ხელმოცარულ და განუვითარებელ აგრესიულ ჯგუფს, ოჯახის, საკუთარი შვილების, ზვიადის სახელისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია. გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა ამის შესახებ,”- წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქში. ცნობისთვის, გიორგი გამსახურდიამ ”ტვიტერზე” დაწერა: ,,არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების…

მეტი...

,,გააჩუმეთ ეს ხალხი…მეორედ აღარ გავიმეორებ…აქ რომ მოვარდით”- აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

აქცია პრეზიდენტის სასახლესთან – აქციის მონაწილეებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციაზე შეკრებილები შეძახილებით აპროტესტებდნენ, რის გამოც პრეზიდენტმა დროზე ადრე შეწყვიტა საუბარი. ,,გაჩუმდით, გააჩუმეთ ეს ხალხი…მეორედ აღარ გავიმეორებ, რასაც ახლა ვიტყვი. აქ რომ მოვარდით… აქ რომ მოვარდით, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე მომხადარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები. როდესაც ქუჩაში ვიდექი, სად იყვნენ? მე გეყვით, მიშას შტაბში იყვნენ, ან იყვნენ ”ქართუ ბანკში”, ან თანამდებობზე. დღეს მესიჯბოქსებს ავრცელებენ და თურმე იციან დღეს რას და რატომ გავაკეთებ.…

მეტი...

,,როცა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, მე ფეხბურთით გამოვიმუშავებდი მილიონებს და საქართველოში ჩამომქონდა”- კახა კალაძე

„თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა“, – ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როდესაც კარგი საქმე კეთდებოდა, ამაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა. კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელობისა და იტალიაში ცხოვრების დროს ცდილობდა, გამომუშავებული ფული საქართველოში დაებანდებინა და ქვეყანაში დოვლათი შეექმნა. „ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ – ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მიხაროდა, რადგან ჩემს ქვეყანაში და…

მეტი...

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობს აქცია მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. აქციის მონაწილეების გნცხადებით, მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები. აქციის შესახებ მოწოდება გუშინ  ბუტა რობაქიძის დედამ, სულხან მოლაშვილის ძმამ და გიორგი გამცემლიძის მამამ გააკეთეს.

მეტი...

,,ირაკლი ნადირაძემ იაფფასიანი პერფორმანსი მოაწყო და ამისთვის 500 რუბლით დაჯილდოვდება ლაკა ხოშტარიასგან”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ირაკლი ნადირაძის ქმედებას აფასებს. ,,ირაკლი ნადირაძემ იაფფასიანი პერფორმანსი მოაწყო და ამისთვის აუცილებლად 500 რუბლით დაჯილდოვდება დღეს საღამოს ლაკა ხოშტარიასგან,” – განაცხადა კალაძემ. ირაკლი ნადირაძემ ხელბორკილები მიიტანა, მისი თქმით, ხელბორკილები  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.   https://mcm.ge/172281/

მეტი...

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე საერთაშორისო პროექტებზე, სატარიფო რეგულირებასა და 2023 წლის გეგმებზე. სემეკის თავმჯდომარემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წელს კომისიაში სემეკში კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი შევიდა. წლის განმავლობაში, სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. „2022 წელს, ისევე როგორც სხვა წლებში, სემეკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სემეკის მიერ დადგენილიმომსახურების სტანდარტების…

მეტი...

,,თუ დამისვამთ კითხვას – კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ”- კალაძე

,,თქვენ თუ დამისვამთ შეკითხვას – კმაყოფილი ვარ თუ არა, იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, მე გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან რეფორმა ჯერ არ დასრულებულა. „შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. ჩვენ გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ ეტაპს ყველანაირი თვალსაზრისით. თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულება ავიღოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუნდაც ავიღოთ შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის. ეს ყველაფერი სიახლეა საზოგადოებისთვის და შეიძლება არც იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ცხადია,…

მეტი...

,,რამდენი პროექტი განხორციელდა, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია სამუშაო პროცესშიც იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ახორციელებდა სამუშაოებს”- კალაძე

დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ საკრებულოს წევრების იმ კითხვებს უპასუხა, რომლებიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის უსაფრთხოებას და მუნიციპალური პროექტების განხორციელების პროცესში უსაფრთხოების კომპონენტს ეხებოდა. თბილისის მერის განცხადებით, ვაკის პარკის უმძიმესი ტრაგედიის გარშემო კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე თქმით, „მშენქსპერტის“ მიერ მომზადებულ ყველა დასკვნას, მისივე დავალებით, მერია თავიდან შეამოწმებს. „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, ხარისხს მშენებლობებზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი პროექტი განხორციელდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ქუჩებზე, უბნებში, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არათუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, არამედ სამუშაო პროცესშიც იმ ადამიანებს,…

მეტი...

რუსი მილიონერი ინდოეთში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

რუსი მილიონერი ინდოეთში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ხორცპროდუქტების ბიზნესის მფლობელი ბიზნესმენი, პაველ ანტოვი ერთ-ერთ სასტუმროში დაბადების დღეს აღნიშნავდა. როგორც „ბიბისი“ წერს, შარშან ბიზნესმენ პაველ ანტოვის „ვოთსაფით“ გავრცელდა გზავნილი, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი იყო გაკრიტიკებული. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე ამავე სასტუმროში მისი ბიზნესპარტნიორი ვლადიმირ ბუდანოვი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.  

მეტი...

,,მიუღებელია  ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები”- კალაძე

,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული,”– ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი – არ არის ნორმალური. „წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ, აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებისკენ რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს…

მეტი...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე – პროკურატურამ “იმედის” ექიმს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს – ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო, ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში, პაციენტისთვის გადაუდებელი…

მეტი...

,,თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა ხელბორკილები გამომატანა, მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ტარება”- ნადირაძე კალაძეს

,,თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,”- ამ სიტყვებით თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს მიმართა. „თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები, როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში შესციცინებდით ამ კაცს. ამასთან, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს თქვენთან, ყველაფერი გარკვეულია, თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,“- განაცხადა ნადირაძემ.

მეტი...

„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან”- უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, ოლეგ ჟდანოვის განცხადებით,  რუსეთი უახლოეს მომავალში შეძლებს დაარწმუნოს საქართველო, უფლება მისცეს რუსულ ჯარს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში შევიდნენ დისლოცირებისთვის. მისი თქმით, ,,რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან”. „ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს. თუ დაიჯერებთ იმ ვერსიას, რომ მისი მოწამვლა არის რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია და ღმერთმა დაიფაროს – თუ ის ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება. და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი – რუსეთის ფედერაციასთან…

მეტი...

,,საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს”- გიორგი მარგველაშვილი

,,საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს,”- ამის შესახებ საქართველოს მეოთხმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან. მიმართვის გავრცელების ინიციატორი  გიორგი მარგველაშვილია. „მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის…

მეტი...