„ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა” – ხოშტარია

„ამ ყველაფრის ტელევიზორში ყურების დრო დამთავრდა”- განცხადება “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ გააკეთა.  მისი თქმით, საჭიროა კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

პოლიტიკოსმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს “შეკოწიწებული” უწოდა:

“შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში”- თქვა ხოშტარიამ.

მისი თქმით, საქმე გვაქვს ადამიანის გათელვასა და შურისძიებასთან.

„ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებული საერთოდ ფიქრთანაც ევროკავშირში გაწევრიანების”, – თქვა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები