სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე ჩართვის უფლება მისცა

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ხვალ საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს იხილავს. სასამართლომ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მესამე პრეზიდენტს უფლება მიეცა დისტანციურად ჩაერთოს სასამართლო სხდომას. ახლა ყველა ელოდება, რა გზავნილები ექნება პოლიტპატიმარ პრეზიდენტს ან საერთოდ მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი განცხადების გაკეთებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე. უფლებადამცველები წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ, ვინაიდან მას გადაადგილებასთან ერთად უჭირს საუბარიც. დღეს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატის თანდასწრებით რამდენჯერმე დაკარგა გონება. ექიმები ვერ ხსნიან რა სჭირს პაციენტს. მისი მნახველები კი სააკაშვილის უმძიმესი მდგომაროებით შოკირებულები არიან.

მეტი...

ბიძას, რომელიც არასრულწლოვანს 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა, 12 წელი მიესაჯა

ბიძას, რომელიც არასრულწლოვან გოგოს სისტემატიურად, წლების განმავლობაში აუპატიურებდა, 12 წელი მიესაჯა, – ინფორმაციას “თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს. ორგანიზაციას 2022 წლის 15 მარტს 21 წლის ქალმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. “2022 წლის 15 მარტს ა.ა.ი.პ „თანასწორობის მოძრაობას“ 21 წლის ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც…

მეტი...

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლებმა 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს. როგორც ბელგიური მედია იუწყება, აღნიშნული თანხები ევროპარლამენტის წევრების, ანტონიო პანცერისა და ევა კაილის ბინების ჩხრეკისას ამოიღეს. 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

მეტი...

პესკოვი საშობაოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაზე უარს ამბობს

BBC-ისცნობით, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინიდან საშობაოდ რუსული ჯარების გაყვანაზე უარი თქვა. “წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაზე საუბარი არ შეიძლება” – ამბობს პესკოვი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია [უკრაინამ] “რუსეთში ახალი რეგიონების შესვლა” გაითვალისწინოს. ცნობისთვის, ​უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და დაამტკიცოს, რომ შეუძლია აგრესიის მიტოვება შეუძლია.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  ბახმუტთან შეტაკებების დროს არის ერთი დაჭრილიც. ინფორმაცია ამის შესახებ  შესახებ მედიას უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა დაუდასტურა. “ოჯახებმა არ იციან, ამიტომაც ვინაობას ჯერ ვერ ვასახელებთ” უთხრეს პირველებს, ქართველმა მებრძოლებმა. გარდაცვლილების და დაჭრილების შესახებ, ინფორმაციის დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. ბახმუტი, რუსეთ – უკრაინის ომის  ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილია. ამ ქალაქის აღებას რუსი ოკუპატების უკვე ერთი თვეა ცდილობენ, რის გამოც მძიმე ბრძოლები მიდის.

მეტი...

„თუ სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ ბევრი კარი დაიხურება” – პეტრას აუსტრევიჩუსი

“არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს”- ამის შესახებ პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა. ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა რომ თუ მესამე პრეზიდენტს რაიმე დაემართება, მაშინ საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა – არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ხელმძღვანელობამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართება დამიჯერეთ ბევრი კარი დაიხურება”, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მეტი...

ქალზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კადრები გადაიღეს და გაუვრცელეს – რა მოხდა ხულოში

შანტაჟი და ტერორი პირადი ცხოვრების კადრებით. დაზარალებულია ქალი, რომელიც ორ მამაკაცს მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ირკვევა, რომ ქალზე ჯერ იძალადეს, კადრები  გადაიღეს, შემდეგ კი მოძალადეებიდან ერთ-ერთმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა. მანამდე კი ახალგაზრდა ქალს ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ. სწორედ ამ მუქარის შემდეგ მიმართა ქალმა პოლიციას.  შემთხვევა ხულოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე  ორი პირი დააკავა. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. სექსუალური კავშირის იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა  და გამოძალვა-ეს არის მუხლები, რომლებსაც გამოძიება დაკავებულ კაცებს ედავება.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 24 ნოემბერს მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ. როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს. „ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც…

მეტი...

ცენტრალურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, „ფუეგო” ამოიფრქვა

ცენტრალურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, „ფუეგო” ამოიფრქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  2018 წელს, „ფუეგოს “ამოფრქვევის შედეგად ლავის მდინარეებმა სოფელი „სან მიგელ ლოს ლოტესი” გაანადგურა, დაიღუპა 215 ადამიანი. ვულკანის ხელახლა ამოქმედების შემდეგ, გვატემალის ხელისუფლებამ უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინა და მოსახლეუბას ევაკუაციაში დაეხმარა, ასევე დაიკეტა ქვეყნის უდიდესი აეროპორტი. გვატემალის ვულკანოლოგიური ინსტიტუტის განაცხადებით, ლავის აქტივობა უკვე შემცირებულია.

მეტი...

„მსგავსი ანტიდასავლური განცხადებები საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ანტიდასავლური გამოთქმების გამო, რაც ბოლო პერიოდში ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების ლიდერებისა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხორციელდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ საბჭოთა პერიოდში არსებობდა საქართველოში. „სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც…

მეტი...

„ვაგრძელებ საუბარს ქართველ კოლეგებთან იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს და ევროკავშირამდე მიიყვანოს” – რობერტა მეცოლა

ვაგრძელებ საუბარს ქართველ კოლეგებთან იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მეცოლას თქმით, ეს გზა შესაძლოა, განსხვავებული იმ გზისგან, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, მაგრამ მან საქართველო ევროკავშირამდე უნდა მიიყვანოს. „ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა – კარი ფართოდ ღია უნდა გვქონდეს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევს. ამის შესახებ გაზაფხულზე ჩვენი განცხადებები მკაფიო იყო, ეს სიცხადე უნდა შევინარჩუნოთ. მე ვესაუბრებოდი და ახლაც ვაგრძელებ საუბარს ჩემს ბევრ ქართველ მეგობართან, კოლეგებთან იმ გზის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა, განსხვავებული იმ გზისგან,…

მეტი...

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე მისი პოლიტიკური ჯგუფი თავს შეიკავებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები-თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს. ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას, თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს“. „ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საფუძველი. ვფიქრობ, ჩვენ თავს შევიკავებთ, არც მხარს დავუჭერთ და არც წინააღმდეგი წავალთ. ვფქირობ, ჩვენი ჯგუფი თავს შეიკავებს, ეს არის ბოლო ინფორმაცია, რასაც ვფლობ“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. კანდიდატებად დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. თარიღზე გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა 11 დეკემბერს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.

მეტი...

,,საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია”- ევროკავშირის საბჭო

,,უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია,” – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. „ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა იყო აღიარებული და ამ ქვეყნებს მიენიჭათ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები იქნება შესრულებული. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს…

მეტი...

,,არც ერთ პატიმარზე,  არ შეიძლება გადიოდეს ქვეყნის ბედი”- მამუკა მდინარაძე

,,არც ერთ პატიმარზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო ვალდებულებები პირნათლად სრულდება, არ შეიძლება, გადიოდეს ქვეყნის ბედი,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველა პატიმრის უფლებებზე ზრუნავს. „არავინ საუბრობს სასჯელის კანონიერებაზე, ეჭვქვეშ არავინ აყენებს ამას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს არა მხოლოდ ამ პატიმრის, არამედ ყველა პატიმრის უფლებებზე ზრუნავს. ვფიქრობთ, ეს დაკავშირებული  პიარკამპანიასთან, მაგალითად, ლობისტების, პიარშიკების დაქირავება ოჯახის თუ პარტიის მიერ, რომლებსაც ავადმყოფობა უნდა გაეპიარებინათ. თუ წინა რვა თვის განმავლობაში სულ 10-15 მედიასაშუალება დაინტერესდა, ახლა ერთი კვირის განმავლობაში დაინტერესდა 30-ზე მეტი მედიასაშუალება. ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, რომელშიც ფულია გადახდილი,…

მეტი...

,,უკრაინისთვის გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი.  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პარიზში საგანგებო კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას დამატებით 800 მილიონი ევრო ზამთრის გადასატანად. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გათიშვას და ენერგეტიკულ ტერორს დავუპირისპირდეთ. ჩვენი ელექტროსადგურების უმეტესობა დაზიანებულია ან განადგურებულია დაბომბვის შედეგად. ყოველდღიურად ჩვენს ინჟინრებს უწევთ მილიონობით უკრაინელისთვის ელექტროენერგიის გათიშვა სარემონტო სამუშაოებისთვის. ამჟამად ელექტროენერგია 12 მილიონ უკრაინელს აქვს გათიშული. ყოველ დღე ველოდებით რუსეთის მხრიდან ახალ დარტყმებს, ამიტომ გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჯავშანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში – მეზობელმა მეზობელი დაჭრა

სისხლიანი დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში –  მეზობელმა მეზობელი დაჭრა. 50 წლამდე მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით,  სავარუდო დამნაშავე, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  

მეტი...

,,თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“ – ევროპარლამენტარი

,,თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტში, დღეს დაგეგმილი დებატები  შეეხება საქართველოს ევროპულ მიმავალს,  დეოლიგარქიზაციასაც და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც. „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მეტი...

უბედური შემთხვევა ოზურგეთში – სამი წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში. არსებული ინფორმაციით, სამი წლის ბავშვი მეორე სართულს ფანჯრიდან გადავარდა. მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ტრაგედია დიდ ბრიტანეთში – ტბაზე ყინულის ჩატყდომის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში ტბაზე ყინულის ჩატყდომის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვლილი ბავშვებიდან ერთ-ერთი 10 წლის ჯეკ ჯეკ ჯონსონია, რომელიც ტბაში უცნობი თანატოლების დასახმარებლად შევიდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ინგლისში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გაყინულ ტბაზე, 12 წლამდე ასაკის, ორი ბავშვი თამაშობდა რა დროსაც ყინული ჩატყდა. უცნობი ბავშვების ყვირილის ხმაზე, დასახმარებლად 10 წლის ჯეკ ჯონსონი შევიდა. შემთხვევას სამივე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, ნაპოვნია მეოთხე, 6 წლის ბავშვიც, რომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ტბაში ერთმანეთის დასახმარებლად 6-მდე ბავშვი შევიდა. 2 არასრულწლოვანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ამოწმებენ

ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ამოწმებენ.  ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოულოდნელი შემოწმება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განკარგულებით დაიწყო. „ღონისძიებას კომპლექსური ხასიათი ექნება. ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს უმოკლეს ვადებში მოუწევთ წინასწარ განსაზღვრულ რაიონებში დისლოცირება და მათი საინჟინრო მოწყობა, ასევე თავდაცვის ორგანიზება და მდინარე ნემანსა და ბერეზინაზე გადასავლელების მოწყობა“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მათივე ცნობით, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილება, მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ზოგიერთ გზებსა და საერთო სარგებლობის ტერიტორიებზე.

მეტი...

,,ხელისუფლების დიდი მეცადინეობით ვახერხებთ, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული”- მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე სხდომაზე გამოსულ ოპოზიციონერ დეპუტატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს არაერთი უპასუხისმგებლო განცხადება გაკეთდა, რომლებიც შეიძლება დიდ საფრთხეებს წარმოქმნიდეს საქართველოსთვის. „არაერთი უპასუხისმგებლო, ყალბი პათეტიკით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ დღეს, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ისინი ცდილობენ გააქილიკონ მშვიდობა, რომელიც დღეს ხელისუფლების დიდი მეცადინეობით სქართველოში სუფევს და ამბობენ, რომ ეს არის ცარიელი მშვიდობა. ცარიელია თუ სავსეა, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა არის ის, რაც დღეს საქართველოს და საქართველოს მოსახელობას ყველაზე მეტად სჭირდება და ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული და ეს არის…

მეტი...

,,მიჭირს საუბარი, სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა”- სამადაშვილი სააკაშვილზე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. სამადაშვილის განცხადებით, თავს ძალიან სუსტად გრძნობს და საუბარიც უჭირს. ,,ძალიან მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ მართლა  სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა ამ თვეების მანძილზე. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი, მე აუცილებლად ახლავე გავაკეთე განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი დებატებია და განხილვა საქართველოს თემებზე და მათ უნდა იცოდნენ აუცილებლად ის  ვითარება, რაც არის შექმნილი დღეს სააკაშვილის სიცოცხლის გარშემო. ერთი შეკითხვა მაქვს- თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? მაშინ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, გააუქმონ ჩვენი…

მეტი...

,,ყველა  სანქციებს შევუერთდით, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“- ირაკლი ზარქუა

„ჩვენ ვამაყობთ იმ ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან თავიანთი მრწამსით და იცავენ მას, მაგრამ ვერ ვიამაყებთ იმით, ვინც იქ ჩადის ამ მაგარი ბიჭების ხარჯზე, რომ  შემდეგ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს განცხადება არის ჩვენი პოზიცია“,-ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს  საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმისთვის, რომ არის მშვიდობა და არ იბომბება თბილისი. „გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს ამუნათებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ შევძელით, მოვახერხეთ და მშვიდობა გვაქვს.  რომ აქ არ გვაქვს ბუჩა, რომ არ იბომბება თბილისი. ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ, გვეუბნება ის…

მეტი...

,,გაქვთ სერიოზული პრობლემა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ვერბალური კრიზისი”- მაია ბითაძე

„ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ ვითარდება პოლიტიკური „ოპოზიციონერიზმი“ საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დააკვირდეთ თქვენს რეიტინგებს, საქართველოს მოსახლეობის განწყობას, სიტყვა მშვიდობას. თქვენივე რეიტინგისთვის გთავაზობთ, რომ დაუბრუნდეთ საგნობრივ საუბრებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ შეეშვათ ასე გულმოდგინედ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. საბოლოო ჯამში, მხოლოდ თქვენ ზიანდებით, დამერწმუნეთ“,- ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაია ბითაძის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების პოზიციონირება არათანმიმდევრული და უსაგნოა. მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს საგნობრივი დისკუსიებისკენ მოუწოდა. „ვაკვირდები რამდენიმე დღეა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების სატელევიზიო გამოსვლებს და ერთ რამეს მივხვდი, რომ…

მეტი...

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები უცვლელი დარჩა

13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები. შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშრისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები. აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ლ იანვრამდე.

მეტი...

,,ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით,  კლინიკა “ვივამედში” ექსპრეზიდენტი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა და საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს  ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოს. “ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო. საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი,…

მეტი...

,,ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ”- ბექა ოდიშარია ოპოზიციას

,,თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ, თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ, ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ,” – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს. „ჩვენ რომ პატივს ვცემთ მებრძოლებს და რა ფორმითაც გამოვხატავთ ამას სისტემურად, მართლა ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით, ამაზე გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა. პაატა მანჯგალაძე, თუ მისულხართ კამერების გარეშე გმირთა მოედნის მონუმენტთან. ამ სავარძლებიდან რომ ომობთ, მართლა დუქნის ლომები, თუ გეომებათ, ადექით და თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით. აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც…

მეტი...

,,სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა, როდესაც მისი კანონიერი სასჯელისგან დახსნისთვის ამხელა კამპანია მიმდინარეობს”- შალვა პაპუაშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დაცინვაა, როდესაც მისი კანონიერი სასჯელისგან დახსნისთვის ამხელა კამპანია მიმდინარეობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, კანონიერ სასჯელს თავი აარიდოს. „ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვხედავთ, მთელ კამპანიას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან სასჯელისგან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა. წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები. პირდაპირი დაცინვაა ამ ოჯახების. როდესაც ამ ტანჯვა-წამება გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, რამხელაა ის კამპანია, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. ჩვენ ყველანაირად გვერდით ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“,…

მეტი...

,,თუ გვსურს რელურად გვყავდეს  ძლიერი ჯარი, დავიწყოთ იმით, რომ  ჩვენი შვილებიც იყვნენ ჯარში”- თეონა აქუბარდია

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით  ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. „დიახ, ქვეყანაში, რომლის 20% არის ოკუპირებული და რომლის ირგვლივაც ასეთი გამოწვევები არსებობს, აუცილებელია თავდაცვის რეფორმა, რომ ქვეყანას ჰყავდეს სავალდებულო ჯარი, არა ისეთი, როგორიც ახლა გვყავს. თუმცა, აუცილებელია არა მხოლოდ ის რომ სავალდებულო იყოს ჯარში მსახური, არამედ აუცილებელია მოქალაქეებს ჩვენ, პოლიტიკოსებმა მივცეთ მაგალითი და  ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები გავუშვათ ჯარში. აუცილებელია თავდაცვის რეფორმა, აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ ამის პოლიტიკური მაგალითია საჭირო, ამაზე ფიქრი და ზრუნვაა საჭირო და შეიარაღება, რომელიც აუცილებელია ოკუპირებული ქვეყნისთვის,…

მეტი...

ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდის და ომის დანაშაულებების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი რეზოლუცია წაიკითხა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, გენოციდის აქტები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევა, ძალადობის აქტები, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სხვა დანაშაულებები. „ასეთ რეზოლუციებს იღებს ყველა ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში. არ მაქვს იმედი, რომ ამ რეზოლუციას მიიღებთ, მაგრამ მე მინდოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოესმინათ, რომ რუსეთი ახორციელებს…

მეტი...

,,თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20%”- ირაკლი კობახიძე

,,თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20% რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20% თუ პირიქით?!,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს –  არის თუ არა რუსეთი მტერი. ,,მე ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი და ჩემი პასუხი ყველასთვის ნათელი იყო, ვისაც უნდოდა ამ პასუხიდან შინაარსის ამოღება. რაც შეეხება აგრესიული რიტორიკის წახალისებას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20% რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20% თუ პირიქით?!…

მეტი...

,,მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა”- პაატა მანჯგალაძე

„მშვიდობა მოიტანეს იმ ბიჭებმა, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და ძლიერებისთვის იბრძვის, და ეს არაა თქვენი დამსახურება“ – მიმართა უმრავლესობას საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის დროს. მისი თქმით, მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონების ოცნება. „ეს უნდა ვთქვათ, მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის, უკრაინაში ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლებითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომელსაც აპირებდნენ, თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია. დიახ, პუტინის მიზნები იყო და არც დაუმალავს – იმპერიის აღდგენა და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით. ამიტომ მშვიდობაა განპირობებული…

მეტი...

,,პირში ვარდის წყალი გამოივლეთ რა როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ლაპარაკობთ”- ბექა ოდიშარია

,,პირში ვარდის წყალი გამოივლეთ რა როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ლაპარაკობთ და თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ მებრძოლი ბიჭების პატივისცემას,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატან მანჯგალაძის მისამართით განაცხადა. ,,ცხოვრებაში დარწმუნებული ვარ სამშობლოს გულისთვის ავტომატი ხელში არ გჭერია, 2008 წელს სად იყავი მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით, არ მახლდა სხვათაშორის, არც ტელეოპერატორი, არც კიდევ სელფებს ვიღებდი რა, არც არავის ნებართვა დამჭირვებია და დაორგანიზება სადმე რომ წავსულიყავი. ასე რომ პირში ვარდის წყალი გამოივლეთ რა როცა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში ლაპარაკობთ და თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ…

მეტი...

,,მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს. მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, დაკითხვის დროს ექსპერტები იმ დიაგნოზებს გაასაჯაროებენ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაშია ასახული. „ეს წამლები აკრძალულია წამლის სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. იწარმოება რუსეთში და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში არის დასაშვები. ნორმალურ სახელმწიფოში ეს მედიკამენტები პაციენტებს არ ეძლევათ იმიტომ, რომ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს. გეუბნებოდით, ძალიან საინტერესო და სკანდალურ ამბებს ნახავთ ამ საქმეში-მეთქი და ხვალიდან იწყება ეს ყველაფერი. დიახ, საქართველოში ეს წამლები არ უნდა იყოს გამოყენებული და ამ დროს ათასობით ადამიანზე გაიცემა, მარტო…

მეტი...

,,400 დღე რა დღითი დღე მძიმდება, კარგით რა მართლა და მართლა, 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე”- კობახიძე სააკაშვილზე

”ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და  აღნიშნავს, რომ 400 დღე არ შეიძლება, საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი“. მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც  პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი“. ,,გირჩევთ, რომ ეს აბსურდული ტერმინები ამოიღოთ ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით, რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, ჯობია სხვა სიტყვები გამოიყენოთ. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო 400 დღე. არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო, სირცხვილია,…

მეტი...