ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, 2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. “კიდევ 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება”,- თქვა უოლესმაბრი. მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ  გამარჯვება და რუსული ძალების უკუგდება შეძლოს. გარდა ამისა, უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინასცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რომ კიევმა მიწაზე საჰაერო თავდაცვის უკეთ კოორდინაცია შეძლოს.

მეტი...

სანქტ-პეტერბურგში ბიზნესცენტრი იწვის

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, ბიზნესცენტრი “ბერეგი” იწვის. კადრები უცხოური მედიის ტელეგრამ-არხებში ვრცელდება, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა

ისრაელს ახალი მთავრობა ჰყავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა. 120-ადგილიან ქნესეთში ისრაელის ახალ მთავრობას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ისრაელის 37-ე მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია დაიცავს პოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ხუთი არჩევნები ჩატარდა. ნეთანიაჰუ ისრაელში ყველაზე ხანგრძლივი დროით, 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება ქვეყნის ხელმძღვანელობაში. მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიკუდის“ მოკავშირე ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი პარტიებით, მისი და ქვეყნის ყველაზე მკაცრი ხაზის გამტარებელი მთავრობა იქნება. „ლიკუდსა“ და მის ხუთივე მოკავშირე პარტიას შორის გაფორმებული კოალიციური შეთანხმებების მიხედვით, მომავალი მთავრობა უპირატესობას ანიჭებს ყოვლისმომცველ…

მეტი...

“დღეს ამერიკას ჩვენი გამარჯვების ასპროცენტიანი რწმენა აქვს” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით როგორ უნდა დასრულდეს ომი. “ამერიკელებთან 100-პროცენტიანი გაგება გვაქვს იმისა, რა არის მშვიდობა, რა მიზნები გვაქვს, რა კომპრომისები არ შეიძლება იყოს. არანაირი კომპრომისები იმ პრეზიდენტთან [პუტინთან], იმ ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არ იქნება” – თქვა ერმაკმა. ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას ეს თემა განიხილეს და როგორც დემოკრატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის, ომის დასრულების ასეთი ხედვა “პრინციპული საკითხია”. “ისინი დღეს აშკარად ჩვენთან არიან და დღეს აშკარად სჯერათ, რომ ჩვენი გამარჯვებაც მათი გამარჯვება იქნება” – ამბობს ერმაკი. ერმაკის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული…

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც “დივერსიული საქმიანობისთვის” უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც “დივერსიული საქმიანობისთვის”  უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონპროექტი საბოტაჟის ხელშეწყობის, დაფინანსებისა და ორგანიზების, ასევე მათში მონაწილეობის სწავლების გავლისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. კანონონპროექტის ავტორი სათათბიროს ყველა ფრაქციის ლიდერი იყო.

მეტი...

„მიმყარდება ეჭვი” – ,,ვივა მედის”დირექტორმა შალვა ხაჭაპურიძე ნარკომოხმარებაში დაადანაშაულა

,,ვივა მედის” დირექტორმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადვოკატი ნარკოდამოკიდებულად გამოცხადა. ამ შინაარსის პოსტი ნინო ნადირაძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შალვა ხაჭაპურიძემ მისი კლინიკა უხარისხო სერვისების მიწოდებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ნადირაძემ საჯარო სივრცეში ადვოკატის  პირადი ინფორმაცია გამოიტანა, რომელიც, მისი თქმით, მის მოადგილესთან განიხილებოდა –

მეტი...

„დემოკრატიულ ქვეყნებში თუ უსაფრთხოება უნდა დაიცვან სახელმწიფოებმა, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ” – გურამ მაჭარაშვილი

საუბარია იმაზე, რომ თუ გინდა, უცხოეთიდან დაფინანსდე, უნდა დარეგისტრირდე, შეავსო შესაბამისი ფორმები, როგორც ეს არის შეერთებულ შტატებში, ბევრ სხვა ქვეყანაში და შემდგომ უნდა გააგრძელო საქმიანობა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“, მისი გუნდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ინიაციატივაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, რა შეიცვლება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება გაიგებს, ვინ არის ნამდვილად არასამთავრობო სექტორი, საიდან ფინანსდებიან და რას საქმიანობენ. „არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ ვიცი, რა შეიცვლება, მაგრამ საქართველოსთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის ნამდვილად შეიცვლება ის, რომ გაიგებს საზოგადოებაც, სახელმწიფოც, ვინ არის…

მეტი...

„ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება” – „ვივამედის“ ექიმი

ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თამარ აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისით, ნეგატიური დინამიკაა. „მე უკვე ვისაუბრე სასამართლოზე და ყველამ მოისმინა, რომ საუბარი იყო პაციენტის საწყის მდგომარეობაზე, დინამიკაზე და ახლანდელ მდგომარეობაზე. იმ საკითხებზე, რაც უკვე გავლილია – რა მკურნალობაა ჩატარებული, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები, რა ტიპის კონსულტაციები იყო ჩატარებული. ნამდვილად დიდი მუშაობაა გავლილი და ამაზე იყო საუბარი. ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება იყო კვლევის ფორმატი. ერთ-ერთი დიაგნოზი,…

მეტი...

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – „ვივამედის“ ექიმი

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა. პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ სასამართლომ ექიმს 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – ამ თანხის გადახდისთვის მას 30 დღის ვადა აქვს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი სავარაუდოდ ხვალ 15:00 საათზე გაიმართება. როგორც მოსამართლემ თქვა, თუ ხვალ სხვა საქმეზე სათათბოროდ გადის და თუ პროცესი არ გაიწელა, სხდომა ხვალ ჩაინიშნება.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთისა და თურქეთის მოქალაქეები – სუს-ი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთის მოქალაქე ჩ.რ. და თურქეთის მოქალაქე დ.თ. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით, მათი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „აღნიშნულ პირთა უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალის მიერ გაზიარებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის, სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებით, ასევე ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ. საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს.

მეტი...

კაცს, რომელმაც მამა და ბაბუა სასიკვდილოდ დაჭრა ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც  მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და  შემთხვევის ადგილი დატოვა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის…

მეტი...

,,ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია” – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

,,ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია”- ამის შესახებ კლინიკა ვივა მედის ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. ექიმის განმარტებით, დადებითი შედეგი ფსიქნეირორეაბილიტაციის გარეშე ვერ დადგება. ,,დადებით შედეგს ვერს გამოვიღებთ, თუ არ დავიწყებთ ფსიქონეირორეაბილიტაციას. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ ნაწილს და რეაბილიტაციულ ნაწილს,”- აღნიშნა ექიმმა.    

მეტი...

კამბოჯაში, კაზინოს კომპლექსში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

კამბოჯაში კაზინოს კომპლექსი დაიწვა. ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. ქვეყნის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან შემთხვევის ადგილას ათამდე ადამიანი ამ დრომდე არ უპოვიათ. ცხედრები  სასტუმროს ნომრებში იპოვეს, რადგან იქ მყოფმა პირებმა ოთახებიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას ჭრილობა მიაყენა, პაპას დანა დაარტყა” – პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც  მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და  შემთხვევის ადგილი დატოვა.  დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის…

მეტი...

,,ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა”- მედია

,,ბელარუსის ტერიტორიაზე დღეს 10:00-დან 11:00 საათამდე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ სახელმწიფოს მეთაურს მაშინვე ეცნობა. მისი დავალებით, კი საგამოძიებო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფი ჩავარდნის მიზეზებს ეძებენ. “არსებული ინფორმაციით, განიხილება ორი ძირითადი სცენარი: რაკეტა გაფრინდა ბელარუსის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ინციდენტი პოლონეთში, როდესაც რაკეტა არ გაფრინდა სწორი მიმართულებით ან ეს რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ”,- წერს მედია.  

მეტი...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, კლინიკის ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა ”იმედის” ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ექიმის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის…

მეტი...

,,მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე”- ნადირაძე სააკაშვილის ადვოკატზე

კლინიკა ”ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს პასუხობს. მისი თქმით, კლინიკასი 2019 წლიდან 19 პაციენტი გარდაიცვალა და არა 125 პატიმარი. “125 პატიმარი ყავსო ვივამედს მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე. – გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი. რეანიმაცია არ აქვთო – ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს. სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“ – წერს ნინო ნადირაძე.

მეტი...

,,რუსეთი ჩვენს შვილებს ახალ წელს მასობრივი სარაკეტო შეტევით „ულოცავს“- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დღეს რუსეთის მასობრივ სარაკო თავდასხმებს ეხმურება და აღნიშნავს, რომ ტერორისტების მზაკვრული სურვილია – დატოვონ ისინი სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. ,,რუსეთის ფედერაცია ჩვენს შვილებს ახალ წელს „ულოცავს“ თავისებურად – მასობრივი სარაკეტო შეტევით. ტერორისტების მზაკვრული სურვილია – დატოვონ ისინი სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. უკრაინასაც აქვს საახალწლო სურვილი და ის ყოველი აფეთქების შემდეგ ძლიერდება. ის ახდება – დრო ჩვენ მხარეზეა,”- წერს ოლენა ზელენსკა.

მეტი...

,,თუ დასჭირდა რამდენიმე დღე უნდა შეწყდეს, გადაიდოს პროცესი, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა „გაუთავებლად“ გრძელდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი დაჩქარებულად უნდა წარიმართოს. „გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. მე არ ვიცი რამდენი დღე დასჭირდება კიდევ. თუ დასჭირდა რამდენიმე (დღე) მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს და შემდეგ გაგრძელდეს, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!“ – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

,,მომავალ წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების და პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტის შარშანდელი რეკორდული მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება. „ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა იმის შედეგია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავგეგმოთ რაც შეიძლება მეტი ღონისძიება იმ პრიორიტეტულ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. მომავალ წელს, მხოლოდ ბიუჯეტიდან, 14 მლნ ლარი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბაზარზე, ჩინეთში. ამ მიმართულებით, აქტიურად ვიწყებთ საქმიანობას სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკის და იაპონიის ბაზრებზე,…

მეტი...

,,რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს”- დენის შმიგალი

,,რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს,”- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმიტ,  მოსკოვი  თავდასხმისთვის 2 კვირის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრწყინვალედ იმუშავა. „მეათე მასშტაბური თავდასხმა, რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. მტერი დიდ იმედებს ამყარებდა ამ თავდასხმაზე, მისთვის ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. ჩამოგდებულია 54 რაკეტა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.    

მეტი...

,,სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, თავისი შიშების გამო, ქვეყანას ნუ აზიანებს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ ობიექტური დასკვნების საფუძველზე, კანონთან შესაბამისობით. „ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე ისაა, რომ საქართველოს უტიფრად აბრალებენ, სახელმწიფო ადამიანს ციხეში წამლავსო. ამის გაკეთებას არ ერიდებიან და მზად არიან, საქართველოს თავი მოჭრან, ოღონდ, მათ მერკანტილურ მიზნებს მიაღწიონ. ასეთი პოლიტიკა ამორალურია – თუ ქვეყანაში შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის, თავისი შიშების გამო, ამ ქვეყანას ნუ ანგრევს და…

მეტი...

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ,,მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა,”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული”- მიხეილ ყაველაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილი არის ზეწოლის ქვეშ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს,”- ასე ეხმიანება ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი აქციის მონაწილეებისადმი პრეზიდენტის მიმართვას. მისივე თქმით, ”პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული”. ,,სამწუხაროდ, პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული ამ ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ზეწოლის ქვეშ არა მმართველი ძალისგან, არამედ, ის არის ზეწოლის ქვეშ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს. სამწუხაროა, რომ მისი გაღიზიანებული ტონი სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ ალბათ ვერ გადაუწყვეტია და გაღიზიანება გამოიწვია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სულ ყოვედღე უნდა…

მეტი...

,,რუსებმა დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს, რათა რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ, სულელებთან ვიბრძვით” – არესტოვიჩი

,,დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ…ჩვენ ვიბრძვით სულელებთან,” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი წერს. ,,მთელი ჩემი ფანტაზიით ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ისეთი ძვირფასი რესურსის არაეფექტურ ხარჯვას, როგორიც არის საკრუიზო რაკეტები, თითო მინიმუმ 1 200 000 დოლარის ღირებულებისაა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს. დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ. ჩვენ ვიბრძვით სულელებთან[…] როგორც ნაპოლეონმა…

მეტი...

,,ხალხის ძალა“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების საფუძველზე ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განმარტებით, შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი “ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. „გვინდა მოგახსენოთ, რომ სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ…

მეტი...

გორის იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციელს იარაღი გაუვარდა და სავარაუდოდ დაზიანება მიიღო

გორის იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციელს იარაღი გაუვარდა და სავარაუდოდ დაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

მეტი...

,,მარგველაშვილი საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა”- რატი ბრეგაძე

,,სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“,-  აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. „ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ…

მეტი...

ტრაგედია ბათუმში – მეთოთხმეტე სართულიდან ქალი გადავარდა და დაიღუპა

ტრაგედია ბათუმში – 35 წლამდე ქალი მე-14 სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე შუშებს წმენდდა. სასწრაფეო დახმარების ჯგუფს ქალი  ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე წელს 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებით და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ჩვენ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, რათა ეს თანხის გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,მალე საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი”- მარკ ფეიგინი

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მალე არჩევანის წინაშე დადგება – ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროკავშირი. მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. “სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს და სხვა ეროვნების ადამიანებს მოვუწოდებთ, 4 იანვარს თავიანთი ქვეყნაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას შეუერთდნენ. გამოდით პლაკატებით და კანონის ფარგლებში გააპროტესტეთ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი გლობალურად განიხილება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველოს მთავრობა თავისი სიჯიუტით არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი ან ევროკავშირი. მთელი პატივისცემით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.…

მეტი...

,,მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა” – დევიდ სმიტი

ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. მისი განცხადებით, კლინიკაში გადაყვანამდე სააკაშვილს, უკვე აღენიშნებოდა მოწამვლის სიმპტომები. ტოქსიკოლოგის თქმით,  მისი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მძმე მეტალებით ინტოქსიკაცია სწორედ მარტში მოხდა: “მძიმე მეტალებით პირველი ინტოქსიკაცია მოხდა, ჩემი აზრით, მარტის თვეში, ვიდრე ის იქნებოდა გადაყვანილი და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა, რამდენადაც ისინი გავრცელდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოები” – აღნიშნა სმიტმა. ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა აღნიშნა: “მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები,…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ,,ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საქმეში მის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური  ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და თავიანთი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს. როდესაც გაქვს…

მეტი...

,,არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით”- გია ვოლსკი

,,არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. „ამერიკელი ექსპერტის თაობაზე გავრცელებულია ინფორმაცია, როცა მან გარკვეულწილად ითაღლითა კონკრეტული ადამიანის შეფასებაზე. არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით. უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. მისი საკითხი ამით…

მეტი...