ივანიშვილის სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, გვარამიას შეწყალება – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.

ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

ამასთან,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, “გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

მსგავსი თემები