„ეს არ არის შეცდომა და უტვინობა, ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავენ ქვეყნის მომავალს” – ზურაბ ჯაფარიძე

ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არ არის შეცდომა და უტვინობა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ქვეყნის მომავალს – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ამ კადრების გავრცელება გარდა იმისა, რაზეც ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს, არის კიდევ ერთხელ, მორიგი ნაბიჯი გადადგმული იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომლებიც მოდის დასავლეთიდან, რომლებიც მოდის ევროკავშირიდან. დღეს მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, 6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატობის სტატუსზე და ამ რეზოლუციაში მოხდა პრაქტიკულად შეფასება იმისა თუ რა მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და ცალსახად წერია, რომ ყველა მიმართულებით, რაც ეხება ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობის მშენებლობას, ქვეყანაში არის გაუარესება. ქართული ოცნება მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არ არის უტვინობა, ეს არ არის შეცდომა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება დაპირისპირება. მანამ სანამ აქეთა მხარეს არ იქნება ძლიერი ანგარიშგასაწევი ძალა ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის უფლებებს, ჯამში ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება აქეთა მხარეს ერთობა და ჩვენ ვაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა შედგეს და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს სისტემა, ჯამში ივანიშვილი სათავეში და ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას.” – თქვა ჯაფარიძემ

მსგავსი თემები