“არ მოკლა პრეზიდენტი!” – პროტესტის მეშვიდე დღე ორბელიანების სასახლესთან – რას გეგმავს ოპოზიცია

პროტესტის მეშვიდე დღე. სამოქალაქო აქტივისტები ღამეს ისევ სალომე ზურაბიშვილის სახლთან გაათევენ. მოთხოვნა უცვლელია – არ მოკლა პრეზიდენტი! მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საზოგადოება მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანდება. მესამე პრეზიდნეტის შეწყალებისა და გადარჩენის მოთხოვნით რეგიონებში შეგროვებული ხელმოწერები დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურაბიშვილის რეზიდენციაში შეიტანა. პარალელურად, ოპოზიცია მიმართავს უკრაინის პრეზიდნეტსაც. პოლიტიკოსები და დიპლომატები ვოლოდიმერ ზელენსკის სთხოვენ, სააკაშვილი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს, რადგან ის სწორედ პუტინის პირადი ტყვეა.

მეტი...

ბრაზილიაში პელეს ხსოვნის პატივსაცემად ცნობილი ადგილები გაანათეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.​იგი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ბრაზილიაში პელეს ხსოვნის პატივსაცემად ცნობილი ადგილები გაანათეს. პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საახალწლოდ – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ახალი წლის ღამეს თოვლი უხდება, თუმცა, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 31 დეკემბერს და 1 იანვარს, ქუთაისში +12°/ +16° გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით – +2/+3 ოზურგეთში დღისით წვიმა და +10 /+11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2/3 გრადუსია ნავარაუდევი. თბილი ამინდი იქნება ბათუმში. დღისით ჰაერი +15°-/ +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. შესაძლოა, წვიმიანი დღე იყოს ფოთში, სადაც დღისით +10/+12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5/4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში, 31-ში შესაძლოა , იწვიმოს, დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, პირველში კი გამოიდარებს და 14 გრადუსამდე დათბება,  ღამით კი…

მეტი...

ბუდანოვის თქმით, რუსეთი დიდი დანაკარგების გამო, 5 იანვარს მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ფრონტზე დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ხელმძღვანელობამ 5 იანვრიდან მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება გადაწყვიტა. “რუსებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ უკვე არსებული დანაყოფების აღჭურვასთან დაკავშირებით  საომარი მოქმედებების დროს უზარმაზარი დანაკარგების გამო. ახალი დანაყოფების ფორმირებისას მათ ასევე აკლიათ ცოცხალი ძალა. ამის საფუძველზე ახლა განიხილავენ და უკვე გადაწყვიტეს 5 იანვრიდან მორიგი მობილიზაციის ტალღის დაწყება. 5 იანვარს გამოაცხადებენ თუ 9 იანვარს – პრინციპში, ეს არაფერს შეცვლის. მათ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება მოუწევთ”,- თქვა ბუდანოვმა. მისივე თქმით, “​ეს იმასაც ითვალისწინებს, რომ მობილიზაცია, რომელიც ვითომ დაასრულეს, არსად წასულა. ეს გრძელდება და ამ დროისთვის ხალხის მობილიზება მიმდინარეობს ომისთვის”.…

მეტი...

უკრაინაში დააკავეს ჯგუფი, რომელიც პრორუსული ბოტების ქარხანას 1,5 მლნ ანგარიშით მართავდა

უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავეს ჯგუფი, რომელიც პრორუსული ბოტების ქარხანას 1,5 მლნ ანგარიშით მართავდა. არსებული ინფორმაციით, კიბერპოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ბოტების 13 ქარხანა, რომელიც  პრორუსული ფეიქებისა და პროპაგანდის გასავრცელებლად შეიქმნა. “მილიონნახევარზე მეტი ანგარიში აღმოაჩინეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და საფოსტო სერვისებში. ისინი შეიქმნა პრორუსული ფეიქებისა და პროპაგანდის გასავრცელებლად. ანგარიშების აღრიცხვისთვის გამოყენებულია 100 000-ზე მეტი სიმ ბარათი, რომლებიც უკვე ჩამორთმეულია სამართალდამცავების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში” – წერია განცხადებაში. გარდ ბრალდებულები ავრცელებდნენ მობილური ტელეფონების პროგრამულ უზრუნველყოფას და ახორციელებდნენ თანხის გადარიცხვებს რუსეთში. შედეგად, სამართალდამცავებმა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული 31 პირი ამხილეს.

მეტი...

პიროტექნიკის არასწორი მოხმარება – ,,დამწვრობის ცენტრში” დაშავებულების რაოდენობამ იმატა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის არასწორი მოხმარების შედეგად  დაშავებულთა რიცხვიც. 25 შემთხვევა მხოლოდ ერთ ღამეში – ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. დაშავებული პაციენტები ,,დამწვრობის ცენტრში” გუშინ მოათავსეს. ყველა მათგანი სრულწლოვანია. პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა როგორც ,,დამწვრობის ცენტრის” ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე, ამბობს,  პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება და არსებობს მოლოდინიც, რომ მომდევნო დღეებში მომართვიანობა  კიდევ უფრო მოიმატებს. ,,დამწვრობის ცენტრის” დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და მოუწოდებს, რომ პიროტექნიკის საშუალებებზე დატანებული ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულონ, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი გართულებები.

მეტი...

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1-ლი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ

1-ლი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებები ევროპისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას დაუახლოვდება. 2020-2022 წლებში ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადაყვანის კონცეფცია და ცვლილებები; დამტკიცდა „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესი“ და ცვლილებები შევიდა შესაბამის ბრძანებებში, რომელიც…

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ ქართველ და უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს გენერალურ  პროკურატურაში ქართველი და უკრაინელი  ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ბავშვებს და მათ მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათ ასევე საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.სტუმრებმა საახალწლო მიღებისთვის პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას 40- მდე ქართველი და უკრაინელი ბავშვი ესწრებოდა.

მეტი...

მუნიციპალური თავშესაფრის უფროსი, ლაშა გეგეჭკორი,თანამშრომელებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

მუნიციპალური თავშესაფრის უფროსი, ლაშა გეგეჭკორი, მუნიციპალური თავშესაფრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2023 წელს,თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მოეტანოს ბედნიერება,ულევი სიხარული და წარმატებები. მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის! ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობას, სწორედ მათგან წამოსულმა სწორმა მესიჯებმა და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ განაპირობა წელს მიუსაფარ ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაციის და სხვა სახის ოპერაციის მაღალი რაოდენობა. წინ ახალი გამოწვევებია,ჩვენ მზად ვართ 7/24 რეჟიმში მეტი შემართებით და სიყვარულით ვემსახუროთ დედაქალაქის მიუსაფარ ცხოველებს. პატივისცემით,თავშესაფრის უფროსი ლაშა გეგეჭკორი,” – წერს ლაშა გეგეჭკორი

მეტი...

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედრო იმყოფება

რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედრო იმყოფება. „ბიბისის“ რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში სამხედროების უფლებებზე მომუშავე ომბუდსმენმა, ალენა ვერბიცკაიამ განაცხდა. ამასთან, მისი ცნობით, კიდევ 15 ათასამდე მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა დაემართათ მათ. შესაძლოა, ისინი მოხვდნენ სამხედრო ტყვეების რიცხვში; შესაძლოა, ისინი იძულებით გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ან შესაძლოა, ისინი დიდი ხანია, მოკლეს“, – განაცხადა ვერბიცკაიამ. ომბუდსმენის თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების ოჯახებისთვის ამგვარი გაურკვევლობა კიდევ უფრო გაუსაძლისია. ამას გარდა, ვერბიცკაიამ განაცხადა, რომ რუსეთი უარს აცხადებს სამხედრო ტყვეებთან ბანაკებში „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო მისიების დაშვებაზე და სისტემატურად არღვევს სამხედრო ტყვეების უფლებების შესახებ ჟენევის კონვენციას.

მეტი...

„როცა მოწამვლის ბრალდებას აჟღერებ, უნდა ელოდო საპასუხო ქმედებას” – ლევან იოსელიანი

გასაგებია, პოლიტიკურ პარტიას როგორი ინტერესიც აქვს თავის ლიდერთან მიმართებაში, მაგრამ, როდესაც მისი მოწამვლის ბრალდებას აჟღერებენ, უნდა ელოდო, რომ საპასუხოდ მნახველების რაოდენობა იქნება შეზღუდული,-ეს განცხადება ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა. ამით იგი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებს სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აღარ ექნებათ. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ,,ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ შალვა პაპუაშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა გამომდინარე იქიდან, რა პროპაგანდაც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვგულისხმობ მის მოწამვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას. ბუნებრივია, ამის…

მეტი...

მორიგი აფეთქება თურქეთში – დაღუპულია 7 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ აიდინში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას TRT Haber ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „აიდინის გუბერნატორი ჰუესინ აქსი იუწყება, რომ წინასწარი ინფრომაციით, ნაზილის რაიონში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, – ნათქვამი შეტყობინებაში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა

მეტი...

„არ ვიცი, თავს რად გრძნობს სააკაშვილი, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია” – გია ვოლსკი

არ ვიცი, თავს რად გრძნობს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ქართველთმოძულე რომ არის, ამაზე თავადაც უსაუბრია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „საკუთარ თავს 100 პროცენტით უკრაინელად გრძნობს“. „მიხეილ სააკაშვილი ქართველად არ გრძნობს თავს, ეს ერთი საკითხია. ის, რომ ქართველთმოძულეა, ეს მეორე საკითხია, რაც არაერთხელ გამოვლინდა, მათ შორის იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც სწორედ უკრაინიდან იყო გაჟღერებული და ყველამ მოვისმინეთ, ქართველ ხალხზე რას ფიქრობს. ვიცით მისი ღია განცხადებები, რას წარმოადგენდა ქართველი ხალხი, რა დაბალ კულტურულ…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა, არის მსხვერპლი. სარაკეტო დარტყმები ქალაქ კუიანსზე და სოფელ კატერინოვკაზე განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, სოფელ კატერინოვკაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება – ბრიტანული ფირმა

ბრიტანეთში არსებული ჯანდაცვის ფირმის, Airfinity-ის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად ერთ დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება. მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი. ჯანდაცვის ფირმის განცხადებით, ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. „ნულოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსს სულ მცირე 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

საზღვრისპირა დაბომბვის შედეგად ჩრდილოეთ უკრაინაში სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, ჩრდილოეთ უკრაინაში საზღვრისპირა დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სოფელ კატერინივკაზე რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. მისივე თქმით, ქალაქ სემენივკაში, ჩრდილოეთ ჩერნიგოვის რეგიონში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე თავდასხმის შედეგად გათიშულია ელექტროენერგიაც.

მეტი...

,,ზუსტად ვიცით თუ რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამისათვის ათი თვე გვქონდა”- პოდოლიაკი

,,თუ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში გარდაიცვლება, ივანიშვილს, კობახიძეს და სხვა დანარჩენებს ვგულისხმობ, დაფიქრდით თუ როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში თქვენი სახელები”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკი “რადიო მაესტროსთან”  ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ზუსტად იციან თუ რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ,,ადამიანები, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ ეს შიდა საქმეებში ჩარევაა, არ ესმით ჰუმანიზმის არსის. ზუსტად ვიცით თუ რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამისათვის ათი თვე გვქონდა. პრეზიდენტი ზელენსკის მხრიდან იყო კონკრეტული შეთავაზება, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე იქონიეთ ნორმალური დამოკიდებულება საკუთარი ისტორიის მიმართ. მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა. ბატონი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო,…

მეტი...

რუსეთი ომის დაწყების შემდეგ მეოთხედ ცვლის დასავლეთ ძალების მეთაურს, რაც უთანხმოებას ადასტურებს – ბრიტანეთი

უკრაინაში რუსეთის დასავლეთ ძალების მეთაური კიდევ ერთხელ შეიცვლება და მის ადგილს ევგენი ნიკოფოროვი დაიკავებს. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს, ამ პოზიციაზე, უკვე მოთხე ცვლილებაა. ნიკოფოროვი პოლკოვნიკ-გენერალ სერგეი კუზლოვს შეცვლის, რომელიც სულ რაღაც სამი თვის წინ დანიშნეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დაწყების პირველ კვირებში, ევგენი ნიკოფოროვი, როგორც აღმოსავლეთ ძალების ლიდერი ჩართული იყო კიევზე ჩრდილო-დასავლეთიდან განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმების დაგეგმვაში. მათივე განცხადებით, რუსი სარდლების ეს ცვლილებები, დიდი ალბათობით, ადასტურებს რუსეთში თავდაცვის მაღალჩინოსნებში არსებულ შიდა განხეთქილებას. ისინი ვერ თანხმდებიან, თუ როგორ…

მეტი...

,,არანარი სპეცოპერაცია არ არის, არ იყო და არც იქნება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “რადიო მაესტროსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ არანაირი სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინას არ ჰქონია. პოდოლიაკი ქართველებს მოუწოდებს ისწავლონ საკუთარი ისტორიის პატივისცემა. ,,პირველი, არანარი სპეცოპერაცია არ არის, არ იყო და არც იქნება ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ის აბოლუტურად დიდი პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობდა და ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში, საჭიროა ზოგჯერ აზროვნება ჩავრთოთ და გავაანალიზოთ თუ რას ვამბობთ, ამიტომ, არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა”, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მეტი...

სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნის წერილით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა. შესაბამისი შინაარსის წერილი ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩააბარა. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა, სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, ექიმები, მსახიობები, მოსამართლეები, დიპლომატები. ,,ქალბატონო სალომე, მოგმართავთ ათასობით მოქალაქის სახელით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან, მოგმართავთ რუსეთთან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ქართველების სახელით, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ლალა ბებოს სახელით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირის, დავით რატიანის დედის სახელით, ათასობით ემიგრანტის სახელით, რომლებიც ძალიან მალე უკეთეს საქართველოში დაბრუნდებიან, ბევრი ქართველი ექიმის სახელით, ქართული საზოგადოებისა და ქართველი…

მეტი...

,,რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის”- ხატია დეკანოიძე

,,მინდა ვკითხო ხელისუფლებას – რა საფრთხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის?! ან რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ,”- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლების შეზღუდვა სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანას ნიშნავს. „გუშინ და გუშინწინ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს მისი შვილები, ასევე დღეს პარლამენტის წევრებს მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება შეგვეზღუდა. პარლამენტის წევრების მიერ პატიმრის მონახულების უფლება გამოიყენებოდა არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ორჯერ. მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია დასრულდა კიდევ იმ გადაწყვეტილებით, რომ მისი სასამართლო პროცესი გადაიდო. ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა, ბულინგი თუ განხორციელდება, პირადად მე საჯაროდ დავიცავ”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, მას საჯაროდ დაიცავს. „ჩვენი მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე არანაირი ბულინგი არ მიმდინარეობს. საზოგადოების მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს. დამიჯერეთ, სალომე ზურაბიშვილთან ჩვენი კონტაქტი შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო განცხადებებით. მასთან რამდენიმე შეხვედრა იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ბოლოს იყო ანა წითლიძის მონახულება, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს. სალომე ზურაბიშვილს არ განვიხილავ, როგორც ინდივიდს, მას განვიხილავ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის ინტერესების გამტარებელს, რომელმაც ევროინტეგრაციის კურსი უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მჯერა, დამოკიდებულებებზე არ არის საუბარი, საუბარია…

მეტი...

,,შეიძლება, დღეები ჰქონდეს ადამიანს დარჩენილი და წელიწადი და 4 თვე იყოს ესე?” – მაჭარაშვილი სააკაშვილზე

,,შეიძლება, რომ დღეები ჰქონდეს ადამიანს დარჩენილი და წელიწადი და 4 თვე იყოს ესე?,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას აქვს იმის უნარი, თავისი პოზიცია საჯაროდ კიდევ დააფიქსიროს. ,,მისი მდგომარეობა მძიმდება, ის არის გაუსაძლისი, დარჩა დღეები, დარჩა წამები, ათობით და ასობით კომენტარი არსებობს წელიწადი და 4 თვეა უკვე. შეიძლება, რომ დღეები ჰქონდეს ადამიანს დარჩენილი და წელიწადი და 4 თვე იყოს ესე? ეს ხომ აღარავის აღარ სჯერა არა?! ვერ ეგუებაო პატიმარი სააკაშვილი 2-პალატიან ოთახში ყოფნასო, ერთი პატიმარი გამომიყვანეთ, რომელიც ეგუება და მოსწონს…

მეტი...

,,თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული”- ოდიშარია სააკაშვილზე

,,პატიმარზე სარკაზმით საუბარი ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული!” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”დილას ბევრი ადამიანი გამოიყურება მძიმედ, სანამ სამსახურში წავა და მოწესრიგდება”. „არანაირი სამართლებრივი პროცესების მონაწილე, მით უმეტეს როცა ექსპერტები სიღრმეებში შედიან, აქამდე არ ვყოფილვარ, მაგრამ შევეცადე, ამერიკელი ექსპერტებისთვის გულისყურით მომესმინა. რასაც მივხვდი, აქვს ამერიკული სახელი და გვარი და ამით აპელირება ძალიან მოქნილად ხდება. დანარჩენი, რაც ამ კაცისგან გავიგეთ, ინფორმაციას მშობლებისგან და ადვოკატებისგან იღებს. თუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში მაინც და…

მეტი...

,,პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ”- ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით “პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ”. ,,პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ, მასთან გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, დღეს პარლამენტის წევრებს შეგვეზღუდა უფლება მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში…ეს სრული იზოლაცია, რომელიც დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო არის იმის დასტური, რომ მისი პოლიტიკური და ჰუმანური, ასევე, ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია, არის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ არც ერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ, მიზეზი ექნებათ, პაპუაშვილი არ გვიშვებსო”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განაცხადებით, სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილისთვის ნერვების მოშლა და მოთმინებიდან გამოყვანა შეიძლება იყოს. მისი თქმიმთ, აღნიშნული  გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობას“ აწყობს, რადგან მათ სააკაშვილთან შესვლა არ მოუწევთ. „პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი ნერვების მოშლა და მოთმინებიდან გამოყვანა შეიძლება იყოს. მიხეილ სააკაშვილს ისედაც შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეუბნებიან, რაღაც უფლებებს გართმევთ, მაგრამ შენივე ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის კარგიო, რაც ნერვებზე მოქმედებს. ზოგადად, ციხეში ბევრი რამ ნერვებზე მოქმედებს და ალბათ ეს ერთ-ერთი მათგანია ამაზე დასამატებლად. ეს გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობას“ რას დააკლებს, არ ვიცი, აწყობთ, მიშასთან შესვლა არ მოუწევთ. ამით ნერვებს…

მეტი...

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით შუადღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების საფრთხეა გამოცხადებული. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 70 ფრთოსანი რაკეტიდან 58 გაანადგურეს. გარდა ამისა, ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამი სადაზვერვო დრონი და „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მეტი...

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 62,9 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 22,2 მილიარდი აშშ დოლარი (62,9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 97,5%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი ორი კომპონენტისგან შედგება: სახელმწიფო ვალი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სექტორს, სახელმწიფო საწარმოებს, ეროვნულ ბანკს და კერძო სექტორს, რომელიც მოიცავს როგორც საბანკო ისე სხვა სექტორებს. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 868.1 მლნ აშშ დოლარი…

მეტი...

,,რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, რომელიც მეზობლებს კლავს”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, აგრესორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი აქვს. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისას  მთავრობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება სურდა, თუმცა ომმა უკრაინაში და მეზობლების მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა. „ეს მუქარებია. სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურდა. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება, იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?“ – განაცხადა მაია სანდუმ.

მეტი...

,,ომი მიმდინარეობს და ერთი მიზანი აქვს, სააკაშვილი უნდა მოკვდეს” – შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება, ადვოკატის თქმით, ”ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა”. ,,ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ამ საქმეს, რასაც სააკაშვილის საქმე ჰქვია, არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ომს აქვს ერთი მიზანი, სააკაშვილი უნდა მოკვდეს. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ… ამას ჰქვია რეპრესიები, ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ…

მეტი...

რუსეთმა ომში უკვე 105 250 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 დეკემბრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 105 250; ​ტანკი – 3 026; ჯავშანტექნიკა – 6 059; საარტილერიო სისტემა – 2 010; სარაკეტო სისტემა – 423; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 268; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 740; საკრუიზო რაკეტები – 711; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 683; გემი/ნავი/კატარღა – 16;​ სპეციალური აღჭურვილობა – 180.

მეტი...

,,როცა სჭირდებათ, ზურაბიშვილს თავიანთი დღის წესრიგისთვის ჩუმ-ჩუმად ხვდებიან, როცა უნდათ ლანძღავენ”- ბექა ოდიშარია

,,სალომე ზურაბიშვილს მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მეგის ქარდავას და სხვა კაციჭამიებს შეიწყალებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანების მხრიდან ჩანს, რომლებიც 450 დღეა, უკიჟინებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. „პრეზიდენტის დისკრეციაში ჩარევის ნიშნებს არ ვხედავ. მის მიმართ ზეწოლას ვხედავ მხოლოდ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 450 დღეა, მას ლანძღვანარევი ტონით უკიჟინებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. როცა სჭირდებათ, ზურაბიშვილს თავიანთი დღის წესრიგისთვის ჩუმ-ჩუმად ხვდებიან, როცა უნდათ ლანძღავენ, რაც ალბათ არასოდეს შეგიმჩნევიათ „ქართული ოცნების“ მხრიდან. იცით, რომ…

მეტი...

პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება. „2022 წლის 27 დეკემბერის წერილით, იუსტიციის მინისტრმა აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით, და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. პატიმრობის კოდექსი აწესებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის…

მეტი...

,,გთხოვთ აარიდოთ ქართველი ხალხი უდიდეს ტრაგედიას”- მამულაშვილი ზელენსკის მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, ტყვეების გაცვლის პრინციპით, მიხეილ სააკაშვილი გამოიხსნას. მისი თქმით, სააკაშვილის თავისუფლების საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება. „2022 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, უკრაინელმა ხალხმა შეძლო და წელში გადატეხა რუსეთის იმპერია. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა.  ყველამ დავინახეთ შეუპოვრობა და გაუტეხლობა, რომელიც უკრაინელმა ხალხმა გამოავლინა. მათი ბრძოლის შედეგად რუსეთი, როგორც იმპერია აღარ არსებობს, მხოლოდ იმპერიის ნარჩენებად არის ქცეული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წყალობით, რუსეთი მაინც ახდენს გადამწყვეტ გავლენას ჩვენს ქვეყანაზე. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი პოლიტიკური სისტემა, გარდა იმისა, რომ…

მეტი...

„საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ თავისი შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ განაცხადა, სააკაშვილი სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილია. „პროცესს თვალს ადევნებს და მოეწონა. გუშინდელი დღით კმაყოფილია. მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ძალიან დაკლებულია. „საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მიკვირს, როგორ გადაადგილდება აბაზანამდე, თუნდაც დამხმარე საშუალებით. საკვების მიღება უჭირს, არც კი უცდია. არ აქვს შიმშილის გრძნობა. ტემპერატურა მუდმივად აქვს – დილიდან დაბალი, შემდეგ უწევს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.

მეტი...